დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენელმა, პრინცმა ჰარიმ კენსიგტონის სასახლეში აშშ-ის 44-ე პრეზიდენტს ბარაკ ობამას უმასპინძლა.
როგორც სამეფო ოჯახი იტყობინება, მათ შეხვედრაზე განიხილეს ვეტერანთა, მენტალური პრობლემების მქონე ადამიანების, ახალგაზრდების მხარდაჭერისა და შესაბამისი ფონდების მუშაობის საკითხები.
„მათ ასევე ისაუბრეს მანჩესტერში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმაზე. პრეზიდენტმა ობამამ სამძმარი გამოუცხადა მსხვერპლთა ოჯახებს და დაშავებულთა გამოჯანმრთელების პროცესში დახმარების სურვილი გამოთქვა“ - ნათქვამია სასახლის განცხადებაში.
ლონდონში ვიზიტს თვითერზე გამოეხმაურა ბარაკ ობამა.
„მოხარული ვარ, ლონდონში ჩემს მეგობარ პრინც ჰარისთან შეხვედრით. ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენს ფონდებზე და თანაგრძნობა გამოვხატეთ მანჩესტერის თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა გამო“ - წერს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი.
მასალის გამოყენების პირობები






