ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის კომიტეტის სხდომა გაიმართა
პოლიტიკა - 19:01, 27 May, 2017     1431
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მეორე დღე საკომიტეტო სხდომების რეჟიმში წარიმართა.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა სესიის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე თავდაცვისა და უშიშროების, ეკონომიკისა და უსაფრთხოების და მეცნიერებისა და ტექნოლოგიის კომიტეტების ფორმატში იმსჯელეს.

მეცნიერებისა და ტექნოლოგიის კომიტეტის სხდომა კომიტეტის თავმჯდომარემ, ფილიპ ვიტელმა გახსნა. მან საქართველოს, როგორც მასპინძელ ქვეყანას მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ კომიტეტის საქმიანობა ნაყოფიერი და წარმატებული იქნება.

რუსეთის სამხედრო მოდერნიზაცია და მისი გავლენა შავი ზღვის რეგიონზე, იყო პრეზენტაციის თემა, რომელიც მეცნიერებისა და ტექნოლოგიის კომიტეტის სხდომაზე სტრატეგიული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა, ირაკლი მენაღარიშვილმა წარადგიანა. მომხსენებელმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა პროცესები მიდის რუსეთის არმიაში და რა მიზნები აქვს რუსეთს არმიის მოდერნიზაციის პირობებში.

მომხსენებელმა რუსეთის არმიის გაძლიერების პროცესის ხელისშემშლელ ობიექტურ წინააღმდეგობასა და გარემოებებზეც გაამახვილა ყურადღება და მათ შორის, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემები, ნავთობის ფასი და უკრაინაში განხორციელებული აგრესიის გამო დასავლეთის მხრიდან რუსეთის მიმართ შემოღებული სანქციები დაასახელა. მან ასევე განმარტა, რომ კვლევა, რომელიც სტრატეგიული კვლევების ცენტრმა აწარმოა ოფიციალურ მონაცემებს ეყრდნობა და შესაძლოა რეალური მონაცემები კვლევაში მოყვანილ მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად აჭარბებდეს.

ირაკლი მენაღარაშვილმა კომიტეტის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, თუ რა რეალობა იქმნება ყირიმში. სტრატეგიული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, სირთულეების სიმწვავე და რიცხოვნობა, რომელიც ისედაც მრავლად იყო რეგიონში, რუსული პოლიტიკის გამო გაზრდილია.

ირაკლი მენაღარიშვილმა მეცნიერებისა და ტექნოლოგიის კომიტეტს ინფორმაცია იმის თაობაზეც მიაწოდა, თუ რა ხება ე. წ. მოდერნიზაციის პროცესში სამხრეთ კავკასიაში.

მოხსენებაში რეგიონისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფრთხედ მოდერნიზებულ რუსულ არმიაში პროპაგანდისა და კონტრპროპაგანდის ქვედანაყოფების შექმნა მოიაზრება. მომხსენებლის განცხადებით, ეს ფაქტიურად რეგიონში და მის ირგვლივ ობიექტური ინფორმაციის წვდომის შეზღუდვის სივრცეს ქმნის, რაც ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

„საქართველო არ არის იზოლირებული მოთამაშე. იგი, როგორც ნატოს პარტნიორი არის ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების ნაწილი. ამასთანავე, საქართველო არის მნიშვნელოვანი სახელმწიფო მნიშვნელოვან რეგიონში, სადაც ევროპის უსაფრთხოების ძალიან ბევრი მტკივნეული ნერვი მდებარეობს. და ამ ვითარებას დროული ანალიზი და დროული რეაგირება სჭირდება,“-განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა.

წარმოდგენილი მოხსენების თაობაზე კომიტეტის წევრებმა მოსაზრებები გამოთქვეს.

მეცნიერებისა და ტექნოლოგიის კომიტეტის თავმჯდომარემ, ფილიპ ვიტელმა მომხსენებელს ინფორმაციული და დეტალური პრეზენტაციისთვის და საინტერესო ხედვისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საკითხი, რომელიც მომხსენებელმა წარადგინა ძალიან მნიშვნელოვანია და სხვდასხვა ფორმატში რეგულარულად განიხილება და შეშფოთების თემას წარმოადგენს.

მეცნიერებისა და ტექნოლოგიის კომიტეტმა, რომელიც თითქმის მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რამდენიმე მომხსენებელს მოუსმინა.

ევროპული თავდაცვითი კვლევებისა და განვითარების მომავალზე და ამ მიმართულებით საერთო ვალდებულებებიდან წარმოშობილ შედეგებზე მოხსენება დიკ ზანდემ წარადგინა. კომიტეტის წევრებმა ნატოს ტექნოლოგიური წინსვლის შენარჩუნების, სტრატეგიული ადაპტაციის, კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის და აშლილი ტექნოლოგიების პოზიტიური და ნეგატიური ასპექტების შესახებ პრეზენტაციები მოისმინეს.

კომიტეტის წევრები ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში საკვები და სასმელი წყლის უსაფრთხოებისა და კლიმატის ცვლილების მოსალოდნელ შედეგებზე მოხსენებებს გაეცნენ.

მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კომიტეტის სხდომაზე ყველა წარმოდგენილ პრეზენტაციასთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა.

საკომიტეტო მუშაობა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში ხვალ დასრულდება. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომა ორშაბათს გაიმართება.

პლენარული სხდომის დასასრულს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერ დეკლარაციას მიიღებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42