პრეზიდენტმა პაოლო ალის ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურის გასაუმჯობესებლად დახმარება სთხოვა
პოლიტიკა - 18:53, 27 May, 2017     1207
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პაოლო ალის შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტმა პაოლო ალის მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროატლანტიკური კურსისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის, ასევე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიის თბილისში ჩატარებისათვის.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესია, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემის გაუმჯობესების გზები და ქვეყანაში არსებული ვითარება - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ძირითადი საკითხებისა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა ასამბლეის პრეზიდენტთან განიხილა.

საქართველოს პრეზიდენტმა თხოვნით მიმართა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ნატო-ს ექსპერტები ჩაერთონ და ერთობლივად შემუშავდეს რეკომენდაციები საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურის გასაუმჯობესებლად საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმართებაში.

როგორც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პაოლო ალიმ განაცხადა, ალიანსი ძლიერად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფებებს და სწორედ ამის დადასტურებაა თბილისში საპარლამენტო სესიის ჩატარება.

პაოლო ალიმ ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომლებიც შესაძლებელია გადაიდგას საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მიმართულებით. მან მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს მიმართ და აღნიშნა, რომ იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ნატო-ს არაწევრ ქეყანაში ტარდება ალიანსის საპარლამენტო ასამბლეის შეხვედრა და საქართველო ამ იშვიათი გამონაკლისების რიცხვშია. პაოლო ალიმ ხაზი გაუსვა, რომ ეს არის არა მხოლოდ ჟესტი, არამედ ნატო-ს მხრიდან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯი.

პაოლო ალის ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს სტაბილურობას არსებითი მნიშვნელობა აქვს მთელი რეგიონის სტაბილურობისათვის, და ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსა და ევროპისათვის, არამედ მთელი მსოფლიოსათვის, რადგან ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ტერიტორიული მთლიანობა, საერთაშორისო სამართლის პატივისცემა და ის, რაც აქ ხდება, ნამდვილად მნიშვნელოვანია ნატოსათვის, ევროპისათვის და, ვფიქრობ, ასევე, მრავალი სხვა ქვეყნისათვის.

„ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ჰქონდა ძალიან ფართო ხედვა უსაფრთხოების კონტექსტში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს უსაფრთხოება, საქართველოს ნატო-ში გაწევიანების პერსპექტივების განვითარება და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი არსებითად მნიშვნელოვანია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი ევროპული უსაფრთხოებისა და მსოფლიოსთვის“,- განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42