ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომა გაიმართა
პოლიტიკა - 18:07, 27 May, 2017     1192
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს დედაქალაქი მასპინძლობს, ეკონომიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომა გაიმართა.

ეკონომიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით კომიტეტის თავმჯდომარემ ფაიკ ოზთრაქმა (თურქეთი) მიმართა. მან საქართველოს დელეგაციას მადლობა გადაუხადა იმ დიდი ძალისხმევისთვის რაც თბილისში სესიის მოწყობასთან დაკავშირებით განახორციელა.

კომიტეტის წევრებმა 2016 წლის 19 ნოემბერს, თურქეთში, სტამბულში გამართული ეკონომიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომის ოქმი დაამტკიცეს. კომიტეტის წევრებს შენიშვნები არ გამოუთქვამთ ნატოს გენერალური მდივნის, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს თავმჯდომარის კომენტარზე, რომელიც მან ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 2016 წელს მიღებულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით გააკეთა და ასევე მხარი დაუჭირეს.

კომიტეტის სხდომაზე საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების დირექტორი კახა გოგოლაშვილი ასამბლეის წევრების წინაშე მოხსენებით წარსდგა - „საქართველოს ეკონომიკური რეფორმების დღის წესრიგის შეფასება".

„მე ვფიქრობ, რომ ეს არის მართლაც დიდი შესაძლებლობა იმისთვის, რომ წარმოვადგინოთ საქართველო, როგორც ქვეყანა, თუ რამდენად ვართ ერთგულნი ევროატალნტიკური ინტეგრაციისა და ევროკავშირში გაერთიანების იდეის. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ საქართველოსადმი თქვენი მხარდაჭერისათვის ამ გზაზე“, - მიმართა კახა გოგოლაშვილმა საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მონაწილეებს.

მან მოკლედ მიმოიხილა საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა 90-იანი წლების დასაწყისიდან დღემდე, ისაუბრა ამ მიმართულებით მიღწეულ წარმატებებსა და ქვეყნის წინაშე მდგარ პრობლემებზე, საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების და ევროპარტნიორების დახმარებებზე, რასაც საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს.

კახა გოგოლაშვილის განცხადებით, საბაზრო ეკონომიკის განვითარება ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ორიენტირია. მისი თქმით, კარგად განვითარდა საკანონმდებლო ბაზა და გაადვილდა ბიზნესის დაწყება.

მან ყურადღება ქვეყნის განვითარების სტრატეგიულ დოკუმენტზეც გაამახვილა, რაც მისი შეფასებით, საკმაოდ ამბიციური განაცხადია, ისაუბრა ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ თითქმის ყველა სფეროში ხდება ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება. კახა გოგოლაშვილის განცხადებით, საქართველოს აქვს დღის წესრიგი, თუ რა მიმართულებით უნდა წავიდეს ქვეყანა და იმედი გამოთქვა, რომ ურთიერთობები როგორც რეგიონულ დონეზე, ასევე ევროკავშირის და ევროატლანტიკური ალიანსის ქვეყნებთან კიდევ უფრო გაგრძელდება და გაღრმავდება.

კომიტეტის სხდომაზე კლიმატის ცვლილების მოსალოდნელი შედეგებისა და მისი შემსუბუქების გზებზე ისაუბრა სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა მარშალ ბურკემ. მან ყურადღება გაამახვილა სოფლის მეურნეობაზე, მიგრაციაზე, კონფლიქტებსა და ეკონომიკაზე კლიმატის ცვლილების ზემოქმედების საკითხებზე და ამ მიმართულებით მეცნიერული ანალიზი წარმოადგინა.

ევროპის თავდაცვის თემებზე ისაუბრა საერთაშორისო ურთიერთობათა ნიდერლანდების ინსტიტუტის მკვლევარმა დიკ ზანდმა. მისი მოხსენების თემა იყო ევროპის თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის დაფუძნება ძლიერ საძირკველზე და საერთო ვალდებულებებიდან წარმოშობილი შედეგები.

სხდომაზე განიხილეს:

გარდამავალი პერიოდისა და განვითარების ქვეკომიტეტის ანგარიშის პროექტი - გარდამავალი ეკონომიკური პერიოდი დასავლეთ ბალკანეთში: შეფასება. პროექტი მომხსენებელმა რიჩარდ ბენიონმა (დიდი ბრიტანეთი) წარადგინა;

ტრანსატლანტიკური ეკონომიკური ურთიერთობების ქვეკომიტეტის ანგარიშის პროექტი - კლიმატის ცვლილების მიზეზით წარმოშობილი შედეგების შეფასება და მისი შემსუბუქება. პროექტი წარადგინა დროებითმა მომხსენებელმა ლილია ალფრედსდოტირმა (ისლანდია)

ნატოს მოკავშირეთა თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის მდგომარეობა, გენერალური მომხსენებელი ჟან-მარი ბოკელი (საფრანგეთი).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42