„საქართველოს საკითხი, უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს საფრანგეთისთვის და ნატოსთვის“ - საფრანგეთის დელეგაციის ხელმძღვანელი
პოლიტიკა - 17:56, 27 May, 2017     1867
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, გერმანელ და ფრანგ პარლამენტარებს შეხვდა.

ასამბლეის ფარგლებში საქართველოში მყოფმა საფრანგეთის დელეგაციის ხელძღვანელმა, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ხმელთაშუა და ახლო აღმოსავლეთის სპეციალური ჯგუფის თავმჯდომარემ ჟილბერ ლე ბრიმ ხაზი გაუსვა საფრანგეთ-საქართველოს წარმატებულ ორმხრივ ურთიერთობებს და აღნიშნა თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გამართვის მნიშვნელობა.

„ვფიქრობ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ვაცნობიერებთ საქართველოსთან ურთიერთობების მნიშვნელობას და ვართ ძელზე მოხარულები აქ ყოფნით, რადგან საქართველოსთან დაკავშირებული საკითხი, სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს საფრანგეთისთვის და ნატოსთვის. ჩვენ ვართ ფაქტობრივად საზღვრის ზონაში რუსეთთან, რომელიც ქმნის რიგ პრობლემებს და ჩვენ ვცდილობთ ვიქონიოთ ძალიან ნათელი პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში“, - განაცხადა ლე ბრიმ და აღნიშნა, რომ შეხვედრის მიზანია საქართველოს ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების თანმიმდევრული გზის დასახვა.

საფრანგეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გამართვა, პირველ რიგში არის საქართველოს გაცნობის შესაძლებლობა. „ეს არის შესაძლებლობა გავეცნოთ ქვეყნის ეკონომიკას, საზოგადოებას, გავეცნოთ პოლიტიკას, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან ის დგას საერთო ფასეულობებზე“, - აღნიშნა ჟილბერ ლე ბრიმ და დასძინა, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თბილისში ჩატარება ასევე არის შესაძლებლობა ქართველ კოლეგებთან შეხვედრის და იმ თანმიმდევრული ნაბიჯების შეფასების, რომლებიც საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციამდე მიიყვანს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42