ხალხის ნდობა და შესაძლებლობების ქალაქი - ელენე ხოშტარიას მთავარი გზავნილები წინასაარჩევნოდ
პოლიტიკა - 16:37, 27 May, 2017     1677
სპორტის სასახლეში პარტია „ევროპული საქართელოს“ ყრილობა გაიმართა. ყრილობის ფარგლებში მოხდა პარტიის მმართველი რგოლის არჩევა. პარტიის სახელი „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ დამტკიცებულია. არჩეულია სარევიზიო კომისია და პოლიტსაბჭოს წევრები. ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ დელეგატებმა გიგა ბოკერია აირჩიეს. ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი გიგი უგულავა გახდა. პარტიის თავმჯდომარე კი დავით ბაქრაძე.

პარტიიდან თბილისის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია იქნება. ხოშტარიამ დამსწრე საზოაგდოებას სიტყვით მიმართა:

„მე გულწრფელ მადლობას გეუბნებით, რადგან დღეს მნიშვნელოვანი რამ მომეცით - ნდობა, ამის გარეშე არ არსებობს პოლიტიკა და პოლიტიკოსი, დღეს ხალხმა დაკარგა ჩვენი, პოლიტიკოსების ნდობა, მათ არ სჯერათ პოლიტიკოსების. ჩვენი, მთავარი ამოცანა არის, რომ მოვიპოვოთ მათი ნდობა, დღეს პოლიტიკა იქცა ტყუილისა და ლანძღვის ხელოვნებად, ჩემი გამარჯვება არ იქნება ხმების მონადირება, ჩემი გამარჯვება იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც მე შევიძენ გულწრფელ თანამოაზრეებს, ნამდვილ მხარდამჭერებს და გავამართლებ გულწრფელ ნდობას.

ჩვენ ხშირად გვგონია, რომ ჩვენი სიძლიერე ვიღაცის სისუსტეშია. ვაპირებ არ ვისაუბრო ამ მთავრობის და ნარმანიას სისუსტეზე. მე მსურს გითხრათ, ჩვენი კამპანია არ უნდა იყოს კინკლაობა და ვიღაცის დაკნინება, ჩვენი კამპანია უნდა იყოს კონკრეტული პრობლემების გადაჭრის გზები. როგორ მოხდეს ისე, რომ ახალგაზრდებმა შეძლონ თავიანთი ნიჭის რეალიზება, როგორ მოხდეს ისე, რომ შშმ პირებმა ამ საზოგადოებაში თავი იგრძნონ სრულფასოვან წევრებად, არცერთი დაჩაგრული ჯგუფი არ უნდა იყოს ამ საზოგადოებაში, ეს არის ჩვენი მთელი ამოცანა, ჩვენი ძალა არის ჩვენი წარსულის გულწრფელ გააზრებაში, მე ხშირად მეუბნებიან, რომ წარსულზე არ უნდა ვისაუბროთ, ეს არასწორია, ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, კარგად გავიაზროთ წარსული შეცდომები, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შევქმნით მომავალს, რომლისაც სჯერა ჩვენს მოსახლეობას.

დღეს ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ვიყო ქალაქის მერი და არ მინდა გაგრძელდეს ისე, რომ ერთმამნეთი ვჭამოთ, ქალაქის მერი პასუხს უნდა აგებდეს მოსახლეობის წინაშე და არა პარტიის ან ერთი ადამიანის წინაშე. ერთადერთი ვის წინაშეც ვიქნები ანგარიშვალდებული, ეს არის ხალხი და ვერავინ ჩადგება, ვერც ბიუროკრატიული კედლები ვერ ჩადგება ჩვენს შორის.

თბილისი არ არის ტერიტორია, ეს არის ცოცხალი, მგრძნობიარე ორგანიზმი, რომელსაც დიდი შესაძლებლობები აქვს, ამ შესაძებლობებს ვქნმნით ჩვენ, თავისუფალი ადმიანები, როდესაც გვგონია, რომ ქალაქი არის უამრავი ბარიერი და ყველაზე მთავარი პრობლემა არის ის, რომ ჩვენ ამას თითქოს შევეგუეთ, ეს შესაძლებლობები უნდა შევქმნათ ჩვენ აქ, ჩვენს ქალაქში და ყველამ ერთად. ჩვენ ვიმსახურებთ შესაძლებლობების ქალაქს, მთავარი შესაძებლობა არის ის, როდესაც ადამიანს შეუძლია თავისი ნიჭი მიმართოს შრომაზე და შეუძლია ამით ღირსეულად იცხოვროს. ჩემი ამოცანაა სოციალური დახმარებისა და პენსიის ზრდა 50 ლარით, ჩვენ სამართლიანად უნდა გადავანაწილოთ სახსრები.

ჩვენ არ ვართ რობოტები, ჩვენ ვცხოვრობთ ქალაქში და გვინდა, რომ ვსუნთქავდეთ, ხშირად გვიყენებენ საკითხს, ან ბეტონი ან სიმწვანე, დადგა დრო რომ მივიღოთ გონივრული გადაწყვეტილებები, ჩვენ უნდა დავსხდეთ და ყველა დაინტერესებული ჯგუფის იდეა უნდა გავითვალისწინოთ, უნდა დამთავრდეს დრო, როცა განსხვავებას მივყავართ კონფლიქტამდე.

ჩვენი ქალაქი უნდა იყოს უსაფრთხო, არ შეიძლება რომ შშმ პირები ვერ გადაადგილდებოდნენ, აქაც ვცხოვრობდით ხანძრის ჩაქრობის რეჟიმში, დადგა დრო, რომ ჩვენ მივუდგეთ არა ზედაპირულად ამ ყველაფერს, არამედ გადავჭრათ პრობლემა, ეს ქალაქი იყოს კომფორტული ტრანსპორტისთვისაც და ფეხითმოსიარულეთათვისაც.

ჩვენ გვაქვს ყველანაირი სახსრები და რესურსი თუ როგორ მოვაგვაროთ პრობლემა ისე, რომ არ დაიჩაგროს ადამიანი და ჩვენი ქალაქი, ინვესტორებთან და საზოაგდოებრივ ჯგუფებთან ერთად უნდა დავიწტყოთ პრობლემის მოგვარება.

ქალაქის მერი არ არის ქალაქის მფლობელი. მე გპირდებით, რომ მთელი ჩემი ენერგია იქნება მიმართული იმაზე, რომ შევქმნათ შესაძლებლობების ქალაქი ახალგაზრდებისთვის, პენსიონერებისთვის და ჩვენი საზოგადოების ყველა ჯგუფისთვის“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42