„გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე“- კარლ ლამერსი
პოლიტიკა - 14:54, 27 May, 2017     1119
საქართველო- ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში საქართველოში მყოფი გერმანიის პარლამენტის (ბუნდესთაგის) დელეგაციის ხელმძღვანელმა, გერმანიის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ კარლ ლამერსმა საქართველოში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გამართვის მნიშვნელობა და საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობები შეაფასა.

„საქართველოში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გამართვა უდიდეს მნიშვნელობას ატარებს. ჩვენ საქართველოში მოწვევა 2014 წელს მივიღეთ და დიდი სიამოვნებით დავთანხმდით, რადგან საქართველო ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეისთის და ნატო-სთვის მნიშვნელოვანი პარტნიორ ქვეყანას წარმოადგენს. ნატო-ს საქართველოსთან ძალიან მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს. საქართველო ავღანეთში არაწევრ სახელმწიფოებს შორის სამხედრო ძალის ყველაზე დიდი კონტრიბუტორია და ჩვენ გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორობა გვაკავშირებს. საქართველოსა და გერმანიის ორმხრივi ურთიერთობები ხაზგასმულად კარგია. სწორედ ამიტომ მოხარული ვართ, რომ აქ ვიმყოფებით რაც წარმოადგენს ჩვენს ძლიერ გზავნილს, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე. ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის შემუშავებაც, გერმანიის მხარდაჭერით განხორციელდა. ჩვენ ორმხრივად მხარს ვუჭერთ ერთმანეთს და შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერი კარგად ვითარდება.“- განაცხადა კარლ ლამერსმა.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში საქართველოსი ვიზიტად მყოფი გერმანელი და ფრანგი პარლამენტარები დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მიიღო. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა ბოლო პერიოდში საქართველოს წარმატებაზე, როგორც საგარეო პოლიტიკური მიღწევების, ისე ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების მიმართულებით. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს. მინისტრმა მადლობა გადაუხადა გერმანელ და ფრანგ პარლამენტარებს საქართველოს დახმარებისა და მხარდაჭერისთვის. კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოში ნატო-ს საპარლამენტო ასაბლეის გამართვის მნიშვნელობა.

თბილისი 26-29 მაისს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას მასპინძლობს. სესიაში, რომელიც ოთხი დღე გაგრძელდება, 600-მდე სტუმარი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის იქნება ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 300-ზე მეტი პარლამენტარი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42