საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი საატესტატო გამოცდების შედეგებზე საუბრისას აცხადებს, რომ 2017 წლის შედეგები გასული წლის შედეგებისგან არ განსხვავდება და 11 ათასი ბავშვი, ვინც ვერ ჩააბარა გამოცდები, არინ ისინი, რომლებმაც არ გამოიჩინეს დიდი მოტივაცია:
“შედეგები წინა წლის შედეგებისგან არ განსხვავდება, ესენი არიან ბავშვები, რომლებმაც არ გამოიჩინეს დიდი მოტივაცია სწავლის, მოგეხსენებათ, რომ გერმანიაში სრულ 12-კლასიან ატესტატს მოსწავლეების 30% იღებს, ჩვენთან კი 80%-ზე მეტი. მოვუწოდებთ ყველას, რომ ხელობაზე გააკეთონ აქცენტი, დაწყებული კომპიუტერული მეცნიერებებიდან, დამთავრებული ბევრი სხვა მიმართულებით. ეს ძალიან კარგი შანსია მათთვის, რომ უმოკლესი გზით მოხვდნენ შრომით ბაზარზე და ღირსეული პროფესიული ცხოვრება ჰქონდეთ.
როგორც კი იმ ადამიანს, ვისაც შესაბამისი მოტივაცია არ აქვს, ოჯახი შეეცდება, რომ აუცილებლად უმაღლესში უკრას თავი, რა თქმა უნდა, რეპეტიტორიც დასჭირდება და ათასობით ლარის დახარჯვაც, ამ ხალხმა უნდა მოინდომოს. ალბათ ნანახი გაქვთ საგამოცდო საკითხები – უელემენტარულესია. ცოტა მაინც თუ ისწავლა, ყველა აბარებს”, - განაცხადა ჯეჯელავამ.
მასალის გამოყენების პირობები






