„აბსოლუტურად ყველა გამომსვლელმა ხაზი გაუსვა იმ პროგრესს, რომელიც ქვეყანამ ბოლო წლებში განიცადა, როგორც დემოკრატიის, ასევე უსაფრთხოების და თავდაცვის რეფორმის მიმართულებით, რასაც ქართული მხარე სიამოვნებით მიესალმება. შეხვედრაზე სხვადასხვა თემების განხილვასთან ერთად, საუბარი შეეხო რუსეთის მიერ განხორციელებულ ოკუპაციურ პოლიტიკას და მისგან გამომდინარე საფრთხეებს. შეხვედრაზე საქართველოს მიმართებაში ამერიკის შეერთებული შტატების როლიც განვიხილეთ. საერთო ჯამში, უპრეცენდენტო მხარდაჭერა მივიღეთ, რომლის მიხედვითაც საპარლამენტო ასამბლეის წევრები საკუთარ მთავრობებს მოუწოდებენ გაზარდონ საქართველოს მხარდაჭერა ნატოში ინტეგრაციის გზაზე. ჩვენის მხრივ, კომისიის წევრებს, საკომიტეტო მუშაობებში ქართული დელეგაციის წევრების მეტი ჩართულობა შევთავაზეთ“, - განაცხადა ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი სესიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






