„ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ - დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი გაიხსნა
პოლიტიკა - 09:59, 27 May, 2017     2378

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა (IOM) და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ქ. თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“ დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმს - „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ მართავს

ფორუმი მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირების გაღრმავებას, ქართული დიასპორის წინაშე არსებულ გამოწვევებზე მსჯელობას და დიასპორული ორგანიზაციების მხარდასაჭერად ეფექტური გზების ძიებას.

ღონისძიება ოფიციალურად გახსნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ. ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტვით მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და ვიცე-პრემიერმა.

ღონისძიების ფარგლებში ასევე პირველად მოხდება საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული დიასპორის სახელწიფო სტრატეგიის -„ერთიანი ძლიერი, სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე დიასპორა“ პრეზენტაცია. დოკუმენტს დამსწრე საზოგადოებას საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გააცნობს.

ფორუმზე მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ იმუშაონ პროფესიული ნიშნისა და ინტერესების შესაბამის თემატურ ჯგუფებში, სადაც განხილული იქნება შემდეგი საკითხები: დიასპორის როლი სახალხო დიპლომატიაში და მედია, დიასპორა და ეკონომიკა, თანამშრომლობა განათლებისა და მეცნიერების საკითხებში, ახალგაზრდობა, სპორტი და კულტურა. თემატურ ჯგუფებში გაიმართება დისკუსიები, ხოლო მუშაობის პროცესში გამოკვეთილი მოსაზრებები შემდგომში ასახვას ჰპოვებს იმ ცალკეული ღონისძიებების, პროგრამებსა თუ პროექტების დაგეგმვაში რომელიც სახელმწიფოს მხრიდან განხორციელდება.

დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ფორუმის მონაწილენი კოჯორში გვირგვინით შეამკობენ იუნკერთა მემორიალს და მოინახულებენ საოკუპაციო ხაზს.
დიასპორის ფორუმში მონაწილეთათვის დღის ბოლოს გაიმართება ოფიციალური მიღება საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის სახელით.


დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში 28 მაისს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიცატივით დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები ქ. თბილისსა და ქ. მცხეთაში, მათ შორის – ლევილის სახელობის სანაპიროს გახსნა ქ. თბილისში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42