პარტიის წევრების ინფორმაციით, პარტიის 500-მდე ხმოსანი დელეგატი პოლიტსაბჭოს პარტიის თავმჯდომარეს და გენერალურ მდივანს აირჩევს, რის შემდეგადაც ცნობილი გახდება მერობის კანდიდატის ვინაობაც.
თბილისის დელეგატები თბილისის მერობის კანდიდატს დაამტკიცებენ, რომელიც კარდაკარის გამოკითხვის შედეგების მიხედვით აირჩიეს.
,,ევროპული საქართველო ერთადერთი ალტერნატივა ქართული ოცნების. პარტია, რომელსაც აქვს უნარი აიღოს პასუხისმგებლობა, გამოიყვანოს ქართული ეკონომიკა კრიზისიდან, ის პრობლემები, რომელიც ქართული ოცნების მმართველობამ შეგვიქმნა გამოასწოროს და ეტაპობრივად მოიტანოს კეთილდღეობა ჩვენი ხალხისთვის. რაც მთავარია, ევროპული საქართველოს მთავარი ამოცანა ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებაა მშვიდობიანი გზით, ყოველგვარი ქვეყნის რყევისა და ნგრევის გარეშე. ეს არის პრინციპული საკითხები და ეს საკითხები იქნება გაშლილი ხვალ"- განაცხადა გიგი უგულავამ.
ყრილობა 15:00 საათზე დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები






