როგორც საქართველოს პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე პაოლო ალიმ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, კიბერშეტევები და პროპაგანდა უსაფრთხოების დღის წესრიგის საერთო საკითხს და საფრთხეს წარმოადგენს.
მისი შეფასებით, რუსეთის ფედერაცია ძალიან ძლიერად იყენებს პროპაგანდას არა მხოლოდ ამ რეგიონში, არამედ ბალკანეთში, უკრაინაში, მოლდოვასა და სხვა ქვეყნებში.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ “ნატო კიბერუსაფრთხოების და უშიშროების თვალსაზრისით ბევრს აკეთებს.
„რაც შეეხება პროპაგანდას, ვიცით, რომ არის დიდი ზეგავლენა რუსეთის ფედერაციის მხრიდან, თუნდაც ევროპის ქვეყნების პარლამენტებზე. ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია პროპაგანდის წინააღმდეგ. რუსეთის მხრიდან რომ ფინანსდება ევროპული პარტიები, ამასთან დაკავშირებით რეზოლუცია იყო მიღებული. პროპაგანდა, რა თქმა უნდა, ზემოქმედებას ახდენს უფრო იმ ქვეყნებზე, რომელიც ახლოს არის რუსეთთან. ეს არის საერთო, ზოგადი საფრთხზე. ნატო და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა მუდმივად ბჭობს ამ საკითხზე - ნატო-ს წევრი ქვეყნების პარლამენტებში, პარტნიორ, დამკვირვებელი ქვეყნების პარლამენტებში. ეს არის საკითხი, რომელიც ყოველთვის უნდა იყოს მხედველობაში მიღებული ეროვნულ დონეზე. ყველას უნდა ესმოდეს, რომ კიბერშეტევები და პროპაგანდა უსაფრთხოების დღის წესრიგის საერთო საფრთხეს წარმოადგენს“, - განაცხადა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები






