„გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ამ დღეს, განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო ოფიცრების ვერჟანტების კაპრალების რიგითების ღვაწლი, რომლებიც ღირსეულად მსახურობენ ქართულ შეირაღებულ ძალებში, საქართველოს ერთიანების დამოუკიდებლობის დასაცავად. სამშობლოს დაცვა რჩეულის ხვედრია, რომელსაც სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად და ქვეყნის ღირსების დასაცავად, თავგანწირვის ღვთიური ძალა გააჩნია. ქვეყნის თავდადება მუდამ იყო და არის ქართული მხედრული სულის სიმტკიცის საფუძველი. ამიტომაც ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში, ლოცვა ერის განსაკუთრებული მადლიერების გამოხატულებაა. ჩვენ პირველ რიგში ქართველი ხალხისთვის თავგანწირვის ლოცვა და მათი სახელების უკვდავყოფა გვაძლიერებს. მადლობა,მათ ვინც ეს დღეს თავგანწირვით და თავდადებით მოგვიტანეს.
ჩვენს ერთიანობას და თავდადებას ყველა ეპოქაში გაფრთხილება და დაცვა სჭირდება. არც თავისუფლება არსებობს მისის დაცვის გაფრთხილების გარეშე. უნდა გვახსოვდეს, თავისუფალ სამყაროში ევროატლანტიკურ ოჯახში ღირსეული ადგილის დამკვიდრება უპირველეს ყოვლისა თავისუფლების დასაცავად მოქალაქეობრივი ვალდებულების აღებას გულისხმობს. რაც საკუთარი წილის მოვალეობას გულისხმობს, დღეს ამ მოვალეობას ჩვენი ჯარისკაცები ნატოსა და ევროკავშირის სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ასრულებენ. ისინი საკუთარ თავზე თითოეული ჩვენთაგანის პასუხიმგებლობის საკითხსაც იღებენ. ჩვენი ქვეყნის უკეთესი ცხოვრების მომავლისა და საზოგადოებრივ სამყაროში ინტეგრციისთვის. სამყაროში, სადაც დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სამართლანობის გარეშე შეუძლებელია სადაც სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების დამყარებას ემყარება. სწორედ სამშობლოს უსაფრთხოებას მისი დემოკრატიული და განვითარებას ემსახურება ქართველის ჯარისკაციც საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა.
ქედს ვიხრი მათ წინაშე ვინც სამშობლოსგან შორს სამშობლოსთვის თავი გასწირა. დამოუკიდებლობის და დაცვის ვალდებულება საქართელოს ნაწილის ოკუპაციისა და არსებული საფრთხეების პირობებში თავდაცვის ახალი პოლიტიკის აუცილებლობის წინაშე გვაყენებს. წელს მთავრობის მიერ დამტკიცებული თავდაცვის დოკუმენტში განსაზღვრული ტოტალური დაცვის კონცეფცია დღის წესრიგში აყენებს ყველა საერთაშორისო პროექტის განსაკუთრებით ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტისა და აშშ-ს მიერ მახრდაჭერილი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის სინქრონიზებას. ეროვნული თავდაცვის მთელის რესურსის მობილიზებასა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის გააქტიურებას ამ პოლიტიკის ქვაკუთხედი მეტს ჩართულობაზე პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერებაზე ასევე საქართველოს ერთიანობისათვის დამოუკიდებლობისთვის თავისუფლებისთვის მეტი ვალდებულების აღებაზე გადის. სწორედ ამ ვალდებულებას იზიარებენ ფიცის დადებით წლევალდელები საკუთარი ოჯახების, მეგობრების, ნათესავებისთვის და სრულიად საქართველოს დასაცავად. წარმატებებს ვუსურვებ მათ ამ საპატიო მისიის შესრულებაში.
კიდევ ერთხელ გილოცავთ, გაუმარჯოს ერთიან დამოუკიდებელ საქართველოს“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.
მასალის გამოყენების პირობები






