"საქართველო ნატო-ს წევრი გახდება... რუსეთი ძალიან ფრთხილი უნდა იყოს, როდესაც ზრდის დაძაბულობას"- პაოლო ალი
პოლიტიკა - 12:24, 26 May, 2017     4279
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პაოლო ალიმ საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია ძალიან ფრთხილი უნდა იყოს, როდესაც რეგიონში დაძაბულობას ზრდის.

”ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება. ეს ბევრჯერ ითქვა ბუქარესტში 2008 წელს და ის ძალაში რჩება. რაც შეეხება რეგიონში სიტუაციას, ჩვენ გვქონდა საუბარი პარლამენტის თავმჯდომარესთან და გვესმის რუსეთის აგრესიული ქცევა. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე როგორც უკრაინისას. ორივე ქვეყანაში ძალიან მსგავსი სიტუაციაა, შეიძლება სამხედრო თვალსაზრისით არა, მაგრამ სხვა მხრივ. არასტაბილურობა რეგიონში - ეს არის საფრთხე, ეს მუქარაა საერთოდ დასავლეთისთვის, ქვეყნებისთვის. ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, ვალდებულებას და ჩვენ ამ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ. რუსეთის ფედერაცია ძალიან ფრთხილი უნდა იყოს, როდესაც ზრდის ამ დაძაბულობას. დაძაბულობის გაზრდა არ არის კარგი საერთაშორისო გარემოსთვის. ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესი, ამ შემთხვევაში ტერორიზმთან ბრძოლაში და იმედია, რუსეთის ფედერაციას ესმის, რომ არ უნდა ჰქონდეს ასეთი აგრესიული ქცევა. ჩვენ, რა თქმა უნდა, რუსეთის პოზიციას წინააღმდეგობას ვუწევთ"- განაცხადა პაოლო ალიმ.

ქართველი ჟურნალისტები დაინტერესდნენ, შესაძლებელია თუ არა, რომ საქართველო ნატო-ს წევრი MAP-ის გარეშე გახდეს რაზეც ატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა თქვა რომ MAP-ი არის კონკრეტული საშუალება, რათა პროცესი დაიწყოს.

"MAP-ი გახლავთ ინსტრუმენტი, მნიშვნელოვანი პოლიტიკური ხედვა და MAP-ი არის კონკრეტული საშუალება, რათა პროცესი დაიწყოს. ჩვენ ამაზე საუბარს გავაგრძელებთ”, - განაცხადა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42