„ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ახლა აქ იმყოფება იმისთვის, რომ თვალსაჩინო გახადოს და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვას სრულ მხარდაჭერას საქართველოსადმი" - განაცხადა პაოლო ალიმ.
მისი თქმით, საქართველომ ძალიან დიდი მუშაობა გასწია, დიდი წვლილი შეიტანა უსაფრთხოების კუთხით.
„ჩვენ ვიცით, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ ძალიან დიდი მუშაობა გასწია, დიდი წვლილი შეიტანა უსაფრთხოების კუთხით, განსაკუთრებით ავღანეთში საერთაშორისო მისიების კუთხით. ეს არის მართლაც ძალიან დიდი წვლილი შეტანილი ჯარისკაცების მხრიდან და ჩვენ უფრო და უფრო მეტად გვესმის, რომ სტაბილურობა, უსაფრთხოება საქართველოში, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია საერთოდ მთელი რეგიონის სტაბილურობისთვის და ამ რეგიონის სტაბილურობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა დასავლეთის ქვეყნისათვის. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს დაცვით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერით ფაქტობრივად ჩვენ ჩვენს ქვეყნებს ვიცავთ. ასე, რომ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ აქ ჩამოვსულიყავით. როგორც წესი, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიები არ იმართება ნატო-ს არაწევრ ქვეყნებში. ეს მხოლოდ მეხუთედ ხდება მთელი ისტორიის განმავლობაში, შესაბამისად, ეს არის კიდევ ერთი საშუალება იმის სათქმელად და გამოსახატად, თუ რამდენად ვგრძნობთ პასუხისმგებლობას და ვალდებულებას საქართველოს რეფორმირების გზაზე. ძალიან ბევრი რამ იცვლება, სამყაროში და იხსნება ახალი ჰორიზონტები, რომელიც მოიცავს და ეხება ირანს, ჩინეთს და სხვა. მაგრამ საქართველოს პოზიცია ამ გეოპოლიტიკურ გარემოში უფრო და უფრო მაღლდება და მნიშვნელოვანი ხდება. ასე, რომ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ სრულად მხარს ვუჭერთ თქვენს ევროპულ მისწრაფებას და ჩვენი აქ ყოფნა კიდევ ერთი დემონსტრაციაა ამის”, - განაცხადა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები






