პაპუაშვილის განცხადებით, მისდამი ხელისუფლების დამოკიდებულების გამო კონკურსში მონაწილეობას აზრი აღარ აქვს.
ევროსასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი აღნიშნავს, რომ გასაჩივრების პროცედურა გამჭვირვალე არ არის.
პაპუაშვილის განცხადებას საკანონმდებლო ორგანოშიპოლიტიკური შეფასებები უკვე მოჰყვა.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძე აღნიშნავს, რომ მოსამართლეთა შესარჩევი კომისია თავისუფალია ყოველგვარი პოლიტიკური გავლენებისგან და ის გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს.
„მე უბრალოდ ვერ ვხდები, რაზე აპელირებს თავად ბატონი პაპუაშვილი. მან სავარაუდოდ იცოდა, რომ მისი მიკერძოებულობიდან გამომდინარე შანსი არ ჰქონდა და ამიტომ მოხსნა თავისი კანდიდატურა,“ - განაცხადა სოფიო კილაძემ.
სახელისუფლებო გუნდისგან განსხვავებით, ოპოზიცია კომისიის შემადგენლობაზე მმართველი გუნდის გავლენებზე ამახვილებს ყურადღება.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის განცხადებით, კომისიის ობიექტურობაზე საუბარი შეუძლებელია.
„კომისიის ობიექტურობაზე საუბარი არ შეიძლება იყოს, იმიტომ, რომ ჩვენ გვქონდა მსგავსი გამოცდილება, როდესაც საქართველომ ამ ხნის მანძილზე ვერ წარადგინა და ვერ გააგზავნა მოსამართლეები იმიტომ, რომ რეალურად პოლიტიკური იარაღია უკვე მართლმსაჯულება და ის კომისიაც კი, რომელშიც არიან წარმოდგენილი ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლები,“ - აცხადებს ენმ-ის წევრი ხატია დეკანოიძე.
ევროპულ საქართველოში აცხადებენ, რომ გიორგი პაპუაშვილს შესარჩევ ეტაპზე გამარჯვების შანსი არ ჰქონდა, რადგან მათი თქმით, ხელისუფლება ცდილობს სასურველი კანდიდატები შეარჩიონ.
„ის, რომ ბატონ პაპუაშვილს ეჭვი ეპარება ხელისუფლების მიერ დაკომპლექტებული კომისიის ობიექტურობაში, ამაში გასაკვირი არაფერი არ არის, იმიტომ, რომ პაპუაშვილი ეღობებოდა ბიძინა ივანიშვილს იმაში, რომ ხელში ჩაეგდო და სრულად ეკონტროლებინა საკონსტიტუციო სასამართლო,“ - ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






