რას უკავშირდება სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის გადადგომა - საეჭვო გარემოებები და დამთხვევები
პოლიტიკა - 10:50, 26 May, 2017     1167
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის საკითხის განხილვას უახლოეს მომავალში აპირებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების თქმით ვალერი ცერცვაძის გადადგომის მიზეზის შესახებ მხოლოდ ის იციან, რაზეც ცერცვაძემ განცადებაში ისაუბრა. თუმცა მათგან განსხვავებული მოსაზრება აქვს არასამთავრობო სექტორს და ადვოკათა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს.

ზაზა ხატიშვილი სააპელაციო სასამართლოს თავჯდომარის გადადგომას ეხმიანება და აცხადებს, რომ ვალერი ცერცვაძის გადადგომა მიხეილ ჩინჩალაძეს უკავშირდება, მისი თქმით სწორედ ჩინჩალაძეა ხელისუფლების სასურველი კანდიდატი სააპელაციო სასამართლოს ხელმძღვანელის პოსტზე.

„ჩინჩალაძე, რომელიც უზენაესი სასამართლოდან გადაიყვანეს სააპელაციო სასამართლოში, ეს შეიძლება იყოს ბინძური გარიგების შედეგი და ჩინჩალაძის, ყველაზე საშინელი ადამიანის დანიშვნა უნდათ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ. სავარაუდოდ სწორედ მისთვის ხდება ადგილის გათავისუფლება სააპელაციო სასამართლოში.“ - აცხადებს ზაზა ხატიაშვილი.

ცერცვაძის გადადგომაში საეჭვო გარემოებებსა და დამთხვევებზე საუბრობენ კონსტიტუციის 42-ე მუხლის იურისტებიც.

„ფაქტია, რომ ეს პრეტენზიები მის მიმართ დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა. გააკეთა განცხადება გადადგომის თაობაზე იმ დროს, როდესაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ახალი მოსამართლეები დანიშნა. დღის წესრიგში დადგა სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნაც. ეს ყველაფერი ერთად აღებული მიუთითებს იმაზე, რომ ორკესტრირებულად ხდება ეს გადაწყვეტილება, რომელიც მიზნად ისახავს უფრო სასურველი კანდიდატურის წარდგენას და დანიშვნას,“ - განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ გადაგომის ოფიციალურ ვერსიად კომპანიებს აიფონ პლიუსსა და ცერცვაძის ოჯახთან დაკავშირებულ აიტექნიკსს შორის მიმდინარე სასამართლო დავა დაასახელა. თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცერცვაძემ გადაწყვეტილება რამდენიმე კვირის წინ უვადოდ დანიშნული მოსამართლის, მიხეილ ჩინჩალაძის სასარგებლოდ მიიღო. არ არის გამორიცხული, ცერცვაძის შემცვლელად სწორედ ჩინჩალაძის კანდიდატურა განიხილონ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42