ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის მხრიდან საქართველოსთვის კარის გაღებად აფასებს საპარლამენტო ასამბლეის ჩატარებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნინო კალანდაძე. მისი თქმით ხელისუფლებამ ნატოში ინტეგრაციის შემდგომ ეტაპებზე გადასასვლელად ხელისუფლებამ მაქსიმალური ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს:
„მთავარი არის ის, რომ ნატოს კარი საქართველოსთვის გაიღო, ამის მთავარი ხაზგასმა დიპლომატიურად რომ ვთქვათ არის ის რომ საქართველოში იმართება ასეთი ასამბლეა. საქართველოს ხელისუფლების ამოცანაა, რომ მაქსიმალური ძალისხმევა გაიღოს იმისათვის, რომ შემდგომ ეტაპებზე რაც შეიძლება სწრაფად გადავიდეთ“- განაცხადა ნინო კალანდაძემ.
საპარლამენტო ასამბლეა ნატოს არაწევრ ქვეყნებში დღემდე მხოლოდ ოთხჯერ ჩატარდა და დღეს ოთხივე ქვეყანა ნატოს წევრია. საქართველო რიგით მე-5 არაწევრი ქვეყანაა, სადაც საპარლამენტო ასამბლეის სხდომა გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები






