როგორც ელჩმა "მოამბესთან" საუბრაში აღნიშნა, დემირელის კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუკი დააპატიმრეს ორმხრივი და საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, თურქეთის მთავრობამ მისი დაკავება და ექსტრადირება მოითხოვა.
"ეს არის დამოუკიდებელი სასამართლოს გადაწყვეტილება. ის ადამიანი დააპატიმრეს ჩვენი ორმხრივი, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში. თურქეთის მთავრობამ მისი დაკავება და ექსტრადირება მოითხოვა და ეს მოთხოვნა სწორედ თურქეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას ემყარება. ასე რომ, როგორც დიპლომატი, მე ვერაფერს ვიტყვი, რადგან ეს დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა", - განაცხადა თურქეთის ელჩმა "მოამბესთან" საუბრისას.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დემირელის კოლეჯის მენეჯერს აბდულა ემრე ჩაბუქს სამთვიანი წინასაექსტრადაციო პატიმრობა შეუფარდა.
წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი
მასალის გამოყენების პირობები






