ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის დელეგაციის წევრებს შეხვდა
პოლიტიკა - 19:13, 25 May, 2017     376
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის დელეგაცია მიიღო, რომელსაც აშშ სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, ბრიჯიტ ბრინკი ხელმძღვანელობს.

შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მხარეებმა ყურადღება საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმაზე, პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერების საკითხსა და სასამართლოს დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს.

„ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან, ბრიჯიტ ბრინკის ხელმძღვანელობით, ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი, განსაკუთრებით, ყურადღება გავამახვილეთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საკონსტიტუციო რეფორმა, სასამართლო რეფორმა, პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერება, განსაკუთრებით, ზედამხედველობის კუთხით“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის, ბრიჯიტ ბრინკის განცხადებით კი, მისი საქართველოში ვიზიტი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეერთებულ შტატებში წარმატებული ვიზიტის ფონზე მიმდინარეობს. ბრიჯიტ ბრინკმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მოხარულია საქართველოში დაბრუნებით და საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის აღდგენიდან 26 წლისთავი მიულოცა.

„ყველამ ერთად უნდა გამოვხატოთ მხარდაჭერა საქართველოს მიმართ ყველაფრისათვის, რასაც საქართველო საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის აკეთებს. განსაკუთრებით, გამოვყოფდი ქართველი სამხედროების მონაწილეობას ავღანეთის მისიაში. ასევე კვლავ გამოვხატავთ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და ვიზიარებთ საქართველოს მისწრაფებას, გახდეს ევროატლანტიკური გაერთიანების წევრი“, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42