ქალაქ ოზურგეთის მერიაში განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების პრობლემებზე სპეციალური საბჭო იმუშავებს
პოლიტიკა - 17:26, 25 May, 2017     1027

დღეს ქალაქის მერიასთან არსებული, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა საკითხების შემსწავლელი საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებმა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ყველა ის საქმიანობა შეაჯამეს, რომელიც ქალაქ ოზურგეთის მერიამ ადაპტირებული გარემოს შექმნის მიმართულებით გასწია. ამასთანავე, საბჭოს წევრებმა იმ პრობლემებზეც ისაუბრეს, რომელსაც განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები ქალაქში აწყდებიან და აღნიშნული პრობლემების გადაჭრის გზები დასახეს.

ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ, რომელიც, ამასთანავე, აღნიშნული საბჭოს თავმჯდომარეა, აღნიშნა, რომ აუცილებელია საბჭოს საქმიანობა ეფექტური და შედეგზე გათვლილი იყოს. ქალაქის მერმა პრობლემების გადაჭრის გზებზე დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ საბჭოს საქმიანობაში თავად განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.

აღსანიშნავია, რომ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა დახმარებისა და ადაპტირებული გარემოს შექმნის მიმართულებებით აქტიურად მუშაობს. ქალაქის მერიის ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტში, გათვალისწინებულია პანდუსების მოწყობა, რამაც განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს წინა წლებისაგან განსხვავებით გადაადგილების პრობლემა საკმაოდ შეუმსუბუქა. ქალაქის ქუჩებში განთავსდა სპეციალური საგზაო ნიშნები. გარდა ამისა, ქალაქის მერიაში მოქმედებს სპეციალური სოციალური პროგრამა, რომლის ფარგლებშიც განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები ფინანსურ დახმარებას იღებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42