ღონისძიებისთვის გაწეული ხარჯების ნაწილობრივი ჩამონათვალი:
1) ცეცხლოვანი შოუ აკრობატებით – 3,000 ლარი;
2) ქალაქური სიმღერების მომღერალთა გუნდი – 1,200 ლარი;
3) სცენარისტი, რომელსაც დიდუბის ლეგენდის თეატრალიზებული და მუსიკალური დადგმის შექმნა დაევალა – 1,500 ლარი. (სატენდერო დოკუმენტის თანახმად, სცენარისტი პოეტი ან პროზაიკოსი უნდა ყოფილიყო და ერთი საავტორო წიგნი მაინც უნდა ჰქონოდა გამოშვებული);
4) ყვავილებით აწყობილი სიტყვა "დიდუბობა" – 1,485 ლარი;
5) საბავშო მუსიკალური პროგრამა – 6,000 ლარი;
6) მოცეკვავე/მსახიობი – 4,000 ლარი;
7) ოჩოფეხებზე შემდგარი გამრთობები – 1,250 ლარი.
"ფლანგვის დეტექტორისთვის" გამოგზავნილი პასუხებიდან აგრეთვე ცხადი ხდება, რომ გამგეობამ "დღესასწაული" ამ სახით პირველად 2016 წელს აღინიშნა. გასულ წლებში "დიდუბობაზე" გაწეული ხარჯები ბიუჯეტში არ ფიქსირდება. ამ ტრადიციის გახსენება და აღორძინება საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდს დაემთხვა.
მასალის გამოყენების პირობები






