დღეს, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადებით მიმართეს და ჰერბერტ ზალბერისთვის ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარის სტატუსის შეჩერება მოითხოვეს.
ოპოზიციური სპექტრი ჯანელიძის უწყებას მიმართავს, რომ გერმანელი დიპლომატისთვის სტატუსის შეჩერებაზე ევროკავშირში ოფიციალურად დააყენოს.
ოპოზიცია ზალბერის საკითხზე მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრასაც ითხოვს.
„ნიუპოსტი“ თემის ირგვლივ მიმართვის ავტორებს დაუკავშირდა.
„ეროვნულ დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი ბაჩუკი ქარდავა საგარეო უწყების უმოქმედობას უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ უნდა შეიქმნას დელეგაციაცია, რომლებიც ევროპის შესაბამის სტრუქტურებში გამართავენ შეხვედრებს და ზალბერის პასუხისმგებლობის საკითხს მაღალი რანგის პირებთან დააყენებენ.
„ევროკავშირის წარმომადგენლისგან სერიოზული და ძალიან უხეში პოლიტიკური შეცდომა უტო დაშვებული, როცა მან ე.წ. არჩევნები, რომელსაც არც ერთი ქვეყანა და მათ შორის ევროკავშირიც არ აღიარებს, ცხინვალის სეპარატისტულ ხელისუფლებას მიულოცა. ჩვენი მოთხოვნაა, შეიქმნას სპეციალური ჯგუფი საგარეო საქმეთა სამინისტროს ფარგლებში, რომელიც გაემგზავრება ევროკავშირში და მოითხოვს ამ ადამიანის გათავისუფლებას პირველ რიგში, ჟენევის ფორმატიდან და მისი, როგორც საქართველოს სამხრეთ კავკასიაში წარმომადგენლის უფლებამოსილების შეწყვეტას“ - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
"ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე "ნიუპოსტთან" ამბობს, რომ განცხადების ავტორების მთავარი მოთხოვნაა ჰერბერტ ზალბერი საქართველოს საკითხებს ჩამოშორდეს.
„სამწუხაროდ მოხდა ისე, რომ ზალბერის საკითხმა ისე ჩაიარა, რომ თითქოს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. ეს არის ადამიანი, რომელიც ჟენევის მოლაპარაკების ფორმატში ევროკავშირის მხრიდან წარმომადგენელია. ფაქტობრივად ამ პიროვნებამ უნდა ჩამოაყალიბოს მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია, რომელის საფუძველზეც ევროკავშირი თავის პოზიციებს გამოხატავს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ არ შეიძლება რომ ეს ადამიანი იყოს იმ პოზიციაზე რასაც დღეის მდგომარეობით იკავებს“- განაცხადა „ახალი საქართველოს“ ლიდერმა.
გიორგი ვაშაძე საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით დელეგაციის შექმნას ითხოვს.
„ვთავაზობთ საქართველოს, დაუყოვნებლივ შეიქმნას სპეციალური ელეგაცია, ჩამოყალიბდეს ჯგუფი, და მათი სურვილის შემთხვევაში ამ ჯფუფში ოპოზიციაც შევიდეს, თუ არ უნდათ თვითონ გააკეთონ ეს. მეორე მოთხოვნაა სასწრაფოდ დაინიშნოს შეხვედრები ევროკავშირის ხელმძღვანელ სტრუქტურებში, სადაც ამ საკითხზე კონკრეტული საუბარი. მიზანი ძალიან კონკრეტული ეს ადამიანი უნდა ჩამოშორდეს საქართველოს თემატიკას“- განაცხადა ვაშაძემ.
ზალბერის ქმედებებს საერთაშორისო არენაზე საქართველოს პოზიციების დასუსტების მორიგ დადასტუირებას უწოდებს საქართველოს ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარე პაატა დავითაია.
ოპოზიციის წარმომადგენელი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებს.
„არა მარტო შეურაცხყოფაა ჩვენთვის ასეთი ქმედებები, ე.წ. მილოცვები, არამედ, ეს არის თემა, როდესაც ეყრება საფუძველი თითქოსდა რაღაც არჩევნებს აზრი აქვს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მილოცვა ნიშნავს, რომ მიულოცო რუსეთის ფედერაციას. აქედან გამომდინარე, საგარეომ მკვეთრი რეაგირება უნდა გააკეთოს,“ - აცხადებს დავითაია.
ჟენევის სადისკუსიო ფორმატის თანათავმჯდომარის განცხადებები და ანატოლი ბიბილოვისთვის ე.წ. არჩევნებში გამარჯვების მილოცვა „ნიუპოსტთან“ „რეფორმატორების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღლონტმა შეაფასა.
მისი თქმოთ, ზალბერის ქმედებები უკიდურესი უპატივცემულობის გამოვლინებაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ.
„ვწუხვარ, რომ კონსტიტუციის ცვლილების და ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მორგების, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების დაკნინების მცდელობის ფონზე გვერდით გადაიწია ჩვენი ხალხის პრობლემებმა, როგორიც არის მძიმე ეკონომიკური და სიციალური მდგომარეობა, ტოტალური უმუშევრობა, მომატებული ემიგრაცია და სხვა, თუმცა ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტის დაცვა, ეს ის საკითხია, რომელიც ზეპარტიული უნდა იყოს ნებისმიერი პლატფორმის და გემოვნების პოლიტიკური ძალისთვის. ჩვენ, გავიზიარეთ პარტია ,,ახალი საქართველოს'' და მისი ლიდერის გიორგი ვაშაძის ინიციატივა და მასთან ერთად მივმართეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს, რათა შეიქმნას ოფიციალუტი დელეგაცია, სადაც ხელისუფლების ნების შემთხვევაში ჩართული ვიქნებით ჩვენც, როგორც პოლიტიკური სუბიექტები და ყველა ევროპულ სტრუქტურაში მათთან ერთად გავმართავთ შეხვედრებს ამ უკიდურესად შემაშფოთებელი ფაქტის მიმართ. მიგვაჩნია, რომ დაუყონებლივ უნდა მოხდეს ზალბერის ჟენევის სადისკუსიო ფორმატიდან გაწვევა და ამასთან ერთად ის გათავისუფლებულ უნდა იქნას სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს კრიზისების საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობიდან.
მიმაჩნია, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ერთიანი უნდა იყოს დეოკუპაციის მიზანთან მიმართებით და მსურს რჩევა მივცე ხელისუფლებას, ნუ დარჩებიან მარტო კრიზისთან“- განაცხადა ღლონტმა.
პარტია "ლიბერალ-დემოკრატების" ლიდერი მუხრან ბურჭულაძეს ეჭვი ეპარება, რომ „კრემლის მიერ მართული ხელისუფლება, ზალბერის თანამდებობის გადაყენების მოთხოვნას დააყენებს“.
„რეალურად ქვეყნის სუვერენიტეტს ვერ დაიცავ თუ ეს საკითხი თავად არ გაწუხებს, ამ პირობებში ნებისმიერი ადამიანი შელახავს შენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, მაშინ როცა არაღიარების პოლიტიკა აღარ გაქვს და ქართული ჯარი დამალობანაში ვარჯიშობს. ეს არის ქართველი ხალხის ძალიან სასაცილო მდგომარეობაში ჩაყენება. რუსეთს ზალბერის ქათინაური საკმაოდ სოლიდური თანხა დაუჯდა, მაგრამ ამას აქვს ერთი უმთავრესი მიზეზი - რომ სახელმწიფოს ხალხი აღარ მართავს. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, უმოკლეს დროში დავუბრუნოთ ხალხს საკუთარი ქვეყაბა“- განაცხადა „ნიუპოსტთან“ ბურჭულაძემ.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარემ ზალბერმა, ანატოლი ბიბილოვს ცხინვალის რეგიონში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვება მიულოცა. შემდეგ კი რისეთის მიერ საქართველოს კიდევ ერთი ოკუპირებული ტერიტორია - აფხაზეთი მოინახულა და საქართველოსთან ადმინისტრაციულ საზღვარზე არსებული გამშვები პუნქტები დაათვალიერა.
მასალის გამოყენების პირობები






