დეპუტატი ხელისუფლებას სახელმწიფოებრიობის უმთავრეს ინსტიტუტების "მოსპობაში" ადანაშაულებს.
"როგორ უნდა დააქციო თავდაცვა და დააკნინო ქართული ჯარი, რომ მძარცველებმა გაბედონ სენაკის სამხედრო ქალაქში შეჭრა, ბანკომატის გატეხვა, ადგილზე მისული სამხედრო პოლიციის განიარაღება და დაუბრკოლებლად მიმალვა?
ყველა ჯარისკაცმა უნდა იცოდეს, რომ ივანიშვილის მოღალატე მთავრობა სპობს ჩვენი სახელმწიფოებრიობის უმთავრეს ინსტიტუტებს.
მოღალატე მთავრობა ყიდის ჯარისკაცებს.
მოღალატე მთავრობა ჯარისკაცთა შესახებ საიდუმლო ინფორმაციას გადასცემს მტერს.
რუსის მონები 26 მაისის აღლუმზე გასვლის უფლებასაც კი არ აძლევენ ჯარისკაცებს, რადგან ქართული ჯარის დემორალიზაცია არის ოკუპანტის დავალება"- აღნიშნავს წიკლაური.
გვიან ღამით, სენაკის სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე, ქურდობის მცდელობას ჰქონდა ადგილი.
როგორც "ნიუპოსტს" თავდაცვის უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, ბანკომატიდან ფულის მოპარვის მცდელობა სამხედრო პოლიციამ აღკვეთა, შესაბამისად ბრალდებულებმა თანხის წაღება ვერ შეძლეს.
„მომხარ ფაქტს ვადასტურებთ, საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ქურდობის მუხლით აღიძრა. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები დამნაშავის გამოსავლენად“ - აღნიშნა უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა.
ნინო თოლორდავა კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, რომ თითქოს შემთხვევის შედეგად სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადა ყაზარმულ რეჟიმზე გადავიდა.
მასალის გამოყენების პირობები






