"თუ დამაკავებენ, ეს მხოლოდ მათ დააზარალებს"- თორდია დაპატიმრებას არ გამორიცხავს
პოლიტიკა - 13:04, 25 May, 2017     3450
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი, ლაშა თორდია მის დაკავებას არ გამორიცხავს.

როგორც მთავარმა აუდიტორმა, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დარწმუნებულია, რომ "პამ კლუბში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ფორსირებულ დროში დაკითხავენ და ა საგამოძიებო და სასამართლო პროცესები ფორსირებულ რეჟიმში წარიმართება.

„არ გამოვრიცხავ არაფერს. დარწმუნებული ვარ დამიბარებენ დაკითხვაზე. ფორსირებულ დროში ჩატარდება ყველაფერი. თუ დამაკავებენ, ეს მხოლოდ მათ დააზარალებს. არასდროს დავანებებ თავს ოთარ ფარცხალაძის თავდასხმის ფაქტს, რადგან ერთი არის თავდასხმის ფაქტი და მეორეა, რომ მთელი სახელმწიფო სისტემა ცდილობს ჩემს დისკრედიტაციას",- განაცხადა თორდიამ.

მისივე თქმით, არანაირი იმედი არ აქვს, რომ პროკურატურა იმ დასკვნას გამოიძიებს, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მიაწოდა.

"ვაპირებ, ბოლომდე მივიყვანო ყველაფერი რაც უკავშირდება ოთარ ფარცხალაძის კორუფციულ საქმიანობას. მე რამდენად დავზარალდები ამაზე არანაირად ვფიქრობ. მე არ ვაკეთებ ამას რაიმე პოლიტიკური მიზნით ან პოპულარობისთვის. რამდენიმე ასეული ადამიანის თვალწინ ხუთმა თუ ადამიანმა მოახდინა თავდასხმა და მივიღე სერიოზული დაზიანებები, რადგან ოთარ ფარცხალაძეს არ მოეწონა აუდიტის სამსახურის საქმიანობა", - განაცხადა თორდიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42