ოპოზიცია ჯანელიძის უწყებას მიმართავს. შესაბამისი მოთხოვნა ზალბერისთვის სტატუსის შეჩერებაზე ევროკავშირში ოფიციალურად დააყენოს.
„ჩვენი მოთხოვნაა, შეიქმნას სპეციალური ჯგუფი საგარეო საქმეთა სამინისტროს ფარგლებში, რომელიც გაემგზავრება ევროკავშირში და მოითხოვს ამ ადამიანის გათავისუფლებას პირველ რიგში, ჟენევის ფორმატიდან და მისი, როგორც საქართველოს სამხრეთ კავკასიაში წარმომადგენლის უფლებამოსილების შეწყვეტას,“ - განაცხადა ედპ-ის ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ.
საქართველოს ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარე პაატა დავითაია კი საქართველოს საგარეო უწყების არაკომპეტენტურებასა და უმოქმედობაში ადანაშაულებენ.
„არა მარტო შეურაცხყოფაა ჩვენთვის ასეთი ქმედებები, ე.წ. მილოცვები, არამედ, ეს არის თემა, როდესაც ეყრება საფუძველი თითქოსდა რაღაც არჩევნებს აზრი აქვს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მილოცვა ნიშნავს, რომ მიულოცო რუსეთის ფედერაციას. აქედან გამომდინარე, საგარეომ მკვეთრი რეაგირება უნდა გააკეთოს,“ - აცხადებს ს
შეგახსენებთ, რომ გერმანელმა დიპლომატმა საქართველოს საგარეო უწყებაში შეხვედრისას აღნიშნა, რომ ის, როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი სრულიად იზიარებს ევროკავშირის პოზიციას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და მის სუვერენიტეტთან დაკავშირებით.
მასალის გამოყენების პირობები






