"ბევრი მოსაუბრე თავია, რომელიც აღავლენს დიდებას ძლიერთა ამა ქვეყნისა მიმართ, მაგრამ არა ომბუდსმენი"- მარგველაშვილი
პოლიტიკა - 11:04, 25 May, 2017     1387
პრეზიდენტი პარლამენტში ომბუდსმენის ანგარიშის წარდგენას გამოეხმაურა. გიორგი მარგველაშვილის თქმით სახალხო დამცველის მოხსენება ძალიან მნიშვნელოვანი და ყურადსაღები იყო. პრეზიდენტი იმ კრიტიკასაც შეეხო, რომელიც ომბუდსმენის მიმართ მმართველი გუნდის მხრიდან ისმოდა. მარგველაშვილის განცხადებით, ომბუდსმენის ფუნქცია არა გუნდრუკის კმევა, არამედ პრობლემებზე საუბარია და ამ ფუნქციას უჩა ნანუაშვილი კარგად ასრულებს:

„მოხსენება იყო ძალიან საინტერესო და ყურადსაღები, ჩვენ ყველამ უნდა გავაანალიზოთ ის საკითხები, რომელსაც შეეხო ომბუდსმენი და მივიღოთ ისინი მხედველობაში, იმიტომ რომ ეს რეკომენდაციები არის უფრო დაცული და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისთვის საჭირო. მინდა შევეხო იმ განწყობებსაც, რომელიც იყო ამ ანგარიშის წარდგენის დროს. იმ ადამიანებს, რომლებსაც მიაჩნიათ რომ ომბუდსმენი გუნდრუკს უნდა უკმევდეს ხელისუფლებას და დაკავებული იყოს შედარებითი ანალიზებით, აღმოაჩენდეს არა პრობლემებს, არამედ ქადაგებდეს, რამდენად კარგად არის ვითარება, იმ ადამიანების გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ომბუდსმენის სამსახური ამისთვის არაა შექმნილი. ამისთვის ბევრი საინტერესო ინსტიტუტი არსებობს და ბევრი საინტერესო პოლიტიკოსი მოევლინება საზოგადოებას. ბევრი მოსაუბრე თავი არის, რომელიც აღავლენს დიდებას ძლიერთა ამა ქვეყნისა მიმართ , მაგრამ არა ომბუდსმენი. ომბუდსმენის ფუნქცია არის სწორედ ის და ამისთვის ვუხდით ხელფასს, რომ აღმოაჩინოს პრობლემები, მოგვცეს შესაძლებლობა მათი ანალიზისა და დაძლევის. თუ ომბუდსმენი ილაპარაკებს მხოლოდ იმაზე რა არის კარგი, მაშინ ამ ინსტიტუტს არ ექნება ფასი. არიან ადამიანები, რომლებიც ამას სრულიად უფასოდ აკეთებენ და მათ შეგვიძლია მივანდოთ ეს საქმე. მე მინდა მადლობა ვუთხრა ომბუდსმენს მისი გამოსვლისთვის.“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42