საქართველო ნატოს საპარლამენტო ასამბლეას მასპინძლობს
პოლიტიკა - 09:55, 26 May, 2017     1983
26-29 მაისს საქართველო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას უმასპინძლებს, რომელიც სასტუმროში „ჰუალინგ თბილისი“ გაიმართება.

26 მაისს, 11:00 საათზე საქართველოს პარლამენტის სასახლეში (თამარ მეფის დარბაზი, A კორპუსი, 0 სართული) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პაოლო ალი, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი, დევიდ ჰობსი და საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე და ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილი ქართული და უცხოური მედიისთვის ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

სესიის ფარგლებში, ოთხი დღის განმავლობაში, ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები, საკომიტეტო სხდომები და პრესკონფერენციებია დაგეგმილი.

29 მაისს 9:00-13:00 საათზე ასამბლეის პლენარული სხდომა გაიმართება (სასტუმროში „ჰუალინგ თბილისში“). სესიის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. ასევე, დელეგატებს სიტყვით მიმართავენ ასამბლეის თბილისის სესიაზე სპეციალური სტუმრის სტატუსით მოწვეული ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გიოტენმიულერი და უკრაინის ვერხოვნა რადას თავმჯდომარე ანდრიი პარუბი.

პლენარული სხდომის დასასრულს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერ დეკლარაციას მიიღებენ.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა წარმოადგენს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის საპარლამენტო განზომილებას, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 28 წევრ და 20-ზე მეტ ასოცირებულ, პარტნიორ და დამკვირვებელ ქვეყანას აერთიანებს. ასამბლეის სესია არის ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ძირითადი ღონისძიება, რომლის მუშაობაშიც 600-მდე მოწვეული სტუმარი იღებს მონაწილეობას. ღონისძიებისადმი მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, დღეისათვის აკრედიტაცია მედიის 300-მდე საერთაშორისო და ადგილობრივმა წარმომადგენელმა გაიარა.

მაღალ პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ მნიშვნელობასთან ერთად, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა თანამშრომლობისა და დიალოგის გაღრმავების ხელსაყრელ პლატფორმას წარმოადგენს. ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე სესიის საქართველოში გამართვა უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. ის ხელს შეუწყობს საქართველოს და მსოფლიოს სხვა ქვეყნებს შორის ურთიერთობების განმტკიცებასა და განვითარებას.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ნატოს არაწევრს ქვეყნებში დღემდე მხოლოდ ოთხჯერ ჩატარდა და დღეს ოთხივე ქვეყანა ნატოს წევრია. საქართველო რიგით მე-5 არაწევრი ქვეყანაა, სადაც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა გაიმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42