გიორგი კაკაურიძემ ლიტვის ელჩთან ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა
პოლიტიკა - 20:36, 24 May, 2017     1059

საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროცესში ლიტვის მხარდაჭერის შესახებ ისაუბრეს დღეს 24 მაისს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ და ლიტვის ელჩმა საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასმა შეხვედრაზე, რომელიც ფინანსთა სამინისტროში გაიმართა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ სტუმარს საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმისა და მის საფუძველზე მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მან ასევე ისაუბრა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების შესახებ.

თავის მხრივ, ლიტვის ელჩმა საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასმა განაცხადა, რომ ლიტვური მხარე გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, მხარდაჭერა აღმოუჩინოს საქართველოს რეფორმების განხორციელების პროცესში, მათ შორის, დაეხმაროს და გაუზიაროს გამოცდილება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების გატარების კუთხით.

მხარეებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილისა და ლიტვის ფინანსთა მინისტრის ვილიუს შაპოკას ბოლო შეხვედრის შესახებ, რომელიც კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში დაახლოებით ორი კვირის წინ გაიმართა. დიმიტრი ქუმსიშვილმა და ვილიუს შაპოკამ საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს, რომლის დროსაც ლიტვურმა მხარემ საქართველოს მინისტრს რეფორმების განხორციელების პროცესში მხარდაჭერა და გამოცდილების გაზიარება შესთავაზა.

გიორგი კაკაურიძისა და გიედრიუს პუოჯუნასის შეხვედრაზე ასევე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი და სამომავლო ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42