თბილისის მერიამ ზოგადი განათლების მიმართულებით განხორციელებული შემაჯამებელი ანგარიში წარმოადგინა
პოლიტიკა - 20:32, 24 May, 2017     1513

თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა ზოგადი განათლების მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი პროგრამების შემაჯამებელი ანგარიში წარმოადგინა. სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გამართულ პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი დაესწრნენ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საჯარო სკოლების დირექტორები, საგანმანათლებლო რესურსცენტრების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

თბილისის მერის მოადგილემ ნინა ხატისკაცმა დამსწრეებს სიტყვით მიმართა და თბილისის მერიის მიერ საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ნინა ხატისკაცის თქმით, აღნიშნულ პროგრამებში საჯარო სკოლების ფართო ჩართულობა ცხადყოფს თბილისის მერიისა და საგანმანათლებლო სისტემის წარმატებულ თანამშრომლობას, რაც სკოლების შესაძლებლობების გაძლიერებას ემსახურება.

განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა თბილისის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ინტელექტუალური, საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტების დაფინანსების მიზნით ახალი კონკურსი გამოაცხადა. საკონკურსო განაცხადები 22 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით მიიღება.

ღონისძიების ბოლოს, თბილისის მერიის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტების კონკურსში გამარჯვებულ სკოლებს სერტიფიკატები გადაეცათ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42