მაკა ჩიჩუა ხელვაჩაურს ეწვია
პოლიტიკა - 18:19, 24 May, 2017     1345
საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა დღეს ,,მშობელთა თემის მობილიზებისა და გაძლიერების” პროექტის ფარგლებში ხელვაჩაურს ეწვია.

ქვეყნის პირველმა ლედიმ კოალიცია „მოძრაობა ცვლილებებისთვის” წევრებთან ერთად ხელვაჩაურში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობლებთან გამართა შეხვედრა და შშმ პირთა საჭიროებებისა და ამ მიმართულებით რეგიონში არსებული პრობლემების შესახებ გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.

როგორც მაკა ჩიჩუამ შეხვედრისას აღნიშნა, ამ პროექტში მისი ჩართვის მთავარი მიზეზი მშობლებისთვის იმ გამოცდილების გაზიარებაა, რომელიც მან და პროექტის ორგანიზატორებმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დააგროვეს.

„ზუსტად მშობლებისთვის ტარდება ეს შეხვედრები, იმისათვის, რომ მშობლებმა შემდეგ ხმა მიაწვდინონ სხვა მშობლებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან ასეთი აქტიურები, შემდეგ კი, ყველამ ერთად, ეს ყველაფერი გაერთიანებული ძალებით ავუხსნათ სახელმწიფოს- იმ ადამიანებს, რომლებიც უნდა ემსახურებოდნენ თავიანთ საზოგადოებას, მოსახლეობას. ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევუქმნათ მომავალ თაობას ნათელი მომავალი“,- განაცხადა მაკა ჩიჩუამ.

შეხვედრას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის მეუღლე სოფიო ბაკურიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42