წარმშობით თუქი გერმანიის მოქალაქეს ტერორისტული ორგანიზაციისთვის წილის მიყიდვას ედავებიან.
დაკავებულის ინტერესებს ადვოკატი სოსო ბარათაშვილი იცავს. მისი თქმით, ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს, სასამართლო კი სავარაუდოდ ხვალ გაიმართება.
"ძალიან აბსურდული ბრალდება აქვს წაყებებული. თითქოს ის დემირელის კოლეჯში წილის გაყიდვას აპირებდა, ის ხელს უწყობდა ტერორისტული ორგანიზაციის წარმომადგენელზე გასხვისებულიყო ქონება"- აღნიშნა დავოკატმა.
"ნიუპსოტის" ინფორმაციით, მუსტაფა ემრე ქაბუკის მეუღლე ხმაურიანი დაკავების დეტალებზე დღეს, სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრებს, მანამდე კი ტუბა ჩაბუკიმ ოფიციაკური განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, მუსტაფა ემრე ქაბუკი თურქეთის ხელისუფკლების მოთხოვნით დააკავეს.
ჩაბუკი ამბობს, რომ დაკავებულის თურქეთში "ექსტრადირება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს საქართველოს ხელისუფლების საერთაშორისო რეპუტაციას".
"დღეს დილით,თბილისში, დააკავეს საქართველოში მცხოვრები თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუკი, რომელიც 15 წელია ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას.
მისი დაკავება მოხდა თურქეთის მთავრობის მოთხოვნის საფუძველზე, მისი თურქეთში ექსტრადირების თაობაზე სრულიად დაუსაბუთებელი ბრალდებით. ბატონ ჩაბუკს სავარაუდოდ ბრალი ედება ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობაში, თუმცა მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ იგი არ იძებნება ინტერპოლის მიერ და საქართველოს კანონმდებლობასთანაც არასდროს შექმნია რაიმე სახის პრობლემა.
შექმნილი სიტუაციიდან და საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუკის დაკავება კიდევ ერთი რგოლია იმ პროცესისა, რომელსაც წინ უძღოდა ბათუმის შაჰინის სახელობის სკოლისათვის ავტორიზაციის სრულიად უკანონო გაუქმება.
მივმართავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, სახალხო დამცველს, დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, დაუყოვნებლივ მოხდეს რეაგირება მუსტაფა ემრე ჩაბუკის უკანონო დაკავების გამო.
მიგვაჩნია, რომ ბ-ნ- მუსტაფა ჩაბუკის თურქეთში უსაფუძვლო ექსტრადირება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს საქართველოს ხელისუფლების საერთაშორისო რეპუტაციას"- აცხადებს დაკავებულის მეუღლე.
მასალის გამოყენების პირობები






