"თორდია რომ ხულიგანია, სულაც არ ნიშნავს რომ ფარცხალაძე არაა იგივე"- ნანუკა ჟორჟოლიანი
სოც.მედია - 16:38, 24 May, 2017     3206

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი 2016 წელს მომხდარი ინციდენტის ვიდეოს სოციალურ ქსელში გავრცელების ფაქტს თორდია-ფარცხალაძის სკანდალის გადაფარვის მცდელობად აფასებს. მისი თქმით ხელისუფლების ლოგიკა არის ის რომ ერთი წლის წინ მომხდარი ხულიგნობა , მომავალში უფრო მეტი ხულიგნობის გადაფარვის მიზნით არ გაამჟღავნა:

"ხელისუფლებამ მითხრა ერთი წლის წინ, თორდია იარაღით დარბოდა კაფეშიო. ეს ამბავი არ გავახმაურე, იმიტომ რომ ეგ ის ბიჭია, ხათია ბუნიათიშვილისთვის ნაყიდი თაიგული და იუშენკოს ჩაის ფული რომ დაუთვალა პრეზიდენტს სააკაშვილსო. ხო, მართლა, იუშენკო იხვეწებოდა დამაბრუნებინეთ ჩაის ფული, თქვენს ყბაში ჩემი მტერ ჩავარდაო. მაგრამ ეს სხვა თემაა.

დავუბრუნდეთ 1 წლის წინ მომხდარ ამბავს.

ხოდა, ერთი წლის წინ მომხდარი ხულიგნობა დავფარე, მაგრამ ფირი შევინახე და გამომადგა კიდეცო. ხელისუფლებამ თქვა. კიდევ უფრო მეტი ხულიგნობა რომ გადამეფარაო.

არადა ვერ გადაიფარება. თორდია რომ ხულიგანია, სულაც არ ნიშნავს რომ ფარცხალაძე არაა იგივე.მაგრამე ესეც სხვა თემაა.

პრეზიდენტს რომ ვეღარ ვირჩევთ და ყველა სოფლელი გახდა ეს არის საინტერესო. "ვენაცვალე" ბიძინა ივანიშვილს. იძახა პატარა სოფელია ეს ქვეყანაო და აგერ თუ არ არის."- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში ლაშა თორდიას სავარაუდო მონაწილეობით ვიდეო ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა. კადრები შიდა სამეთვალყურეო კამერით არის გადაღებული. როგორც ვიდეოს ავტორი წერს, ლაშა თორდია ბარის თანამშრომელს იარაღით ემუქრება. ვიდეოს გამავრცელებელი წერს, რომ დაპირისპირების მიზეზი მუსიკის ხმა გახდა. ვიდეო სავარაუდოდ 2016 წლის 24 დეკემბერსაა გადაღებული. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალური განცხადებით დაადასტურა შსს-მაც. ოპოზიცია სამართალდამცავების ქმედებას ლაშა თორდიას მიმართ შავი პიარის აგორებად აფასებს. მათი თქმით ძველი კადრების გავრცელებით ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ქმედების გადაფარვა ხდება. როგორც ცნობილია თორდიასა და ფარცხალაძეს შორის ფიზიკური დაპირისპირება რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ კაფეში მოხდა, თორდია ფარცხალაძეს ცემაში ადანაშაულებს და აღნიშნულ ფაქტს მის საქმიანობას უკავშირებს, თორდიას განცხადებით აუდიტის სამსახური სწორედ ფარცხალაძესა და მერიას შორის არსებულ შესაძლო კორუფციულ გარიგებებს სწავლობდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42