თორდიას საქმის სკანდალი - ვინ არის გიორგი კალაძე, რომელმაც მხოლოდ 6 თვის შემდეგ ამოიცნო მთავარი აუდიტორი
პოლიტიკა - 16:29, 24 May, 2017     1632
სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც ასახულია 2016 წლის 24 დეკემბერს მომხდარი შემთხვევა, რომლის მონაწილეც გენერალური აუდიტორი ლაშა თორდიაა, აღნიშნული ვიდეომასალის გავრცელებას მრავალი განცხადება მოჰყვა, მათ შორის ლაშა თორდიას მხრიდანაც, რომელმაც აღნიშნა, რომ გავრცელებული ვიდეო მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის ტელეფონში ინახებოდა და მის გავრცელებაში შოთაძის კვალს ხედავს. ასევე, აღსანიშნავია, რომ 2016 წლის 24 დეკემბერს „პ.ა.მ კლუბში“ მომხდარი ინციდენტისას, თორდიას გარემოცვაში პავლე კუბლაშვილიც იყო, რომელიც აცხადებს, რომ მზად არის გამოძიებას ჩვენება მისცეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბარის თანამშრომლის განცხადების საფუძველზე, დაწყებულია გამოძიება. ბარში მომხდარი ინციდენტის დროს დაზარალებულად ცნობილი გიორგი კალაძის ადვოკატმა ცოტნე ცაავამ დღეს ბრიფინგი გამართა, რომლის ფარგლებშიც აღნიშნა, რომ კალაძემ თორდიას იდენტიფიცირება მას შემდეგ მოახდინა, რაც ფარცხალაძე-თორდიას დაპირისპირების ამსახველი ვიდეომასალა იხილა. 24 დეკემბერს მომხდარი ინციდენტის შემდეგ, მან გენერალური აუდიტორის იდენტიფიცირება ვერ მოახდინა, რადგან არ იცოდა ვინ იყო ეს ადამიანი.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი მუშაობს ფალიაშვილის 60 ნომერში მდებარე ერთ-ერთ კაფეში, სადაც 2016 წლის 24 დეკემბრის ღამეს მოხდა შემთხვევა, როდესაც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირი გამოირჩეოდა არაადექვატური ქცევით, მოხდა შელაპარაკება დაწესებულების ხმის ოპერატორთან, პირმა, რომელიც არაკანონშესაბამისი ქმედებით გამოირჩეოდა, მოსთხოვა მას, რომ მუსიკის ხმა აეწია, მოხდა შელაპარაკება, ეს პირი გაიყვანეს დაწესებულებიდან და რამდენიმე წუთში, იგი იარაღით ხელში შემოვიდა ბარში, კონკრეტული პირის მიმართ განახორციელა ირაღით მუქარა, უმისამართოდ ატრიალდებდა იარაღს, ამან გამოიწვია დაძაბული სიტუაცია ბარში.

მეორე დრეს აღნიშნული ბარის თანამშრომლებმა მიმართეს საგამოძიებო ორგანოს, მოხდა მათი დაკითხვა, გამოძიებას გადასცეს ვიდეოჩანაწერები, თუმცა, იმ პერიოდისთვის ვერ მოხერხდა აღნიშნული პირის იდენტიფიცირება. ამის გათვალისწინებით, ვერ მოხერხდა პირის სახელის და გვარის მითიტება. მას შემდეგ რაც ტელევიზიით გავრცელდა ფარცხალაძესა და თორდიას შორის მომხდარი კონფლიქტის ვიდეოკადრები, ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა მაოხდინა ლაშა თორდიას იდენტიფიცირება. ეს ფაქტი 6 თვის წინ მოხდა, დღემდე საგამოძიებო ორგანოების მხრიდან კონკრეტული მოქმედება, გარდა გამოკითხვებისა არ მოხდებილა“, - განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატის თქმით, მათი მოთხოვნაა მოხდეს მისი დაცვისქვეშ მყოფის უფლებების დაცვა და მოხდეს 2016 წლსი 24 დეკემბერს მომხდარი ინციდენტის სწრაფი და ოპერატიული გამოკვლევა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42