როგორც მთვარი აუდიტორი აღნიშნავს, პროკურატურა და "მთელი სახელმწიფო სისტემა არის ჩართული იმაში, რომ ოთარ ფარცხალაძე ამ მდგომარეობიდან გამოიყვანონ“.
მთავარი აუდიტორი შესახებ, დღეს გავრცელებულმა ახალმა კადრებმა, რომელსაც თორდია-ფარცხალაძის ინციდენტთან კავშირში არ აქვს საზოგადოების უმეტესი ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია. პოლიტიკოსების ნაწილმა სამართალდამცავი ორგანოები ფარცხალაძის "გაპრავების" მცდელობაშიც დაადანაშაულეს. გაჩნდა კითხვები:
ვინ არის ამ კადრების გამავრცელებელი? და რა მიზეზით არ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ამ დრომდე?
- რაზეც, მღებრიშვილის უწყებას ვრცელი განმარტების გაკეთება მოუწია. შს სამინისტროს განცხადების თანახმად, უწყებას მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საქმე 2016 წელსვე ჰქონდა აღძრული და ძიება ამ დრომდე მიმდინარეობს. კლუბში კი (PAM CLUB) სადაც გასულ წელს ინცინდენტი მოხდა აღნიშნავენ, რომ ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა რამდენიმე თვის წინ ამოიღეს, დაიკითხნენ ბარის თანამშრომლებიც.
"კადრებით ომს" - პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ქვეყანაში არსებულ ქაოსს უკავშირებს. მისი თქმით, 2016 წელს თორდიას ინცინდენტი არ ნიშნავს იმას რომ „ფარცხალაძე კარგი ბიჭია“.
„ნიუპოსტთან“ საუბრისას გია ხუხაშვილი აღნიშნავს, რომ სახელისუფლებო კრიზისი იმდენაგ გამწვავდა, რომ ორი უწყება ერთმანეთს ღიად დაუპირისპირდა.
"ქვეყანაში სრული ქაოსია, დღეს რა სურათი გვაქვს? - ორი სახელმწიფო უწყება ერთმანეთს კომპრომატებით ებრძვის და დასჯით ემუქრება. გენერალური აუდიტორი გენერალურ პროკურორზე ამბობს, რომ ის დასაჭერია, რადგან დამნაშავეა, გენერალური პროკურორი კი ამ ბრალდებას ვიდეოკადრებით პასუხობს. ხელისუფლებაში, შიგნით, ღია და საჯარო კომპრომატების ომი დაიწყო. რაც მთავარია ამ ყველაფერზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხმას არ იღებს, თითქოს არაფერიც არ ხდება. ეს არის სისტემური კრიზისი, და ეს რომ თორდია-ფარცხალაძის კონკრეტული ინცინდენტს სცდება, ფაქტია. მთელი სისტემა მუშაობს, თავისი ნაწილის წინააღმდეგ, გარეთ კი არ ებრძვის, შიგნით მთელი სისტემა ებრძვის უწყებას რომლის ფუნქცია ამ სისტემის ფინანსების კონტროლია.
რაც შეეხება დღეს გამოქვეყნებულ ვიდეოს - თორდია თუ ცუდი ბიჭია, ავტომატურად გამომდინარეობს, რომ ფარცხალაძე კარგი ბიჭია?! - რას ამტკიცებენ ვერ გავიგე. აბსოლუტრ იდიოტიზმში გადავედით, ამაში ლოგიკაც კი არ არის"- განაცხადა გია ხუხაშვილმა.
პოლიტოლოგი თვითმმართველობის არჩევნების წინ ოპონენტების წინააღმდეგ კადრების ომს არ გამორიცხავს.
"როდესაც პოზიტიური დღის წესრიგი არ გაქვს, ბუნებრივია ნეგატიური დღის წესრიგით მიდიხარ. საბოლოო ჯამში კი საკუთარი კუდის ჭამას იწყებს, რადგან სხვა გზა არ გაქვს"- დასძინა მან.
სოციალურ ქსელში დღეს გავრცელებულ ვიდეომასალაში იკვეთება, რომ ფარცხალაძე-თორდიას ინციდენტის დროს, ლაშა თორდიასთან ერთად პავლე კუბლაშვილი იმყოფებოდა. აღნიშნულის შესახებ კუბლაშვილი აცხადებს, რომ იგი მზად არის გამოძიებას ჩვენება მისცეს.
კუბლაშვილი ვარაუდობს, რომ ვიდეომასალის გავრცელების მიზეზი, ოთარ ფარცხალაძის მიერ თორდიაზე თავდასხმის ამბის გადაფარვაა.
იმ ფონზე კი, როცა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბოლო დროის გახმაურებული საქმის ირგვლივ დუმს, საქართველოს პრეზიდენტმა თორდია-ფარცხალაძის საქმეზე არაერთი განცხადება გააკეთა. ქვეყნის პირველი პირი ამბობს, რომ "საქმემ პოლიტიკური ელფერი შეიძინა".
მთავარი აუდიტორი კი აღნიშნავს: "პირდაპირ ვეუბნები ირაკლი შოთაძეს, დანაშაული რაც მან ჩაიდინა, მარტივად არ შერჩება".
მასალის გამოყენების პირობები






