„დღეს, ძალოვანი უწყებების მიერ უკანონოდ გავრცელებულმა კადრებმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყანაში საგანგაშო მდგომარეობაა შექმნილი. მნიშვნელოვანი სახელწმიფო ინსტიტუტები, რომელთა უშუალო მოვალეობა სახელმწიფო უსაფრთხოებაზე ზრუნვაა, გენერალური აუდიტორის შანტაჟში არიან ჩართულები. დღევანდელი ხელისუფლების პირობებეში ეს ჩვეული მეთოდია. საზოგადოებას საქმეები, სადაც სახელმწიფო ხელს აფარებს კრიმინალებს და აშანტაჟებს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს. მაგალითად, როდესაც ხორციელდებოდა ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეზე, მედიის წარმომადგენლებზე, მათ შორის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიაზე და ა.შ.
ყოველივე ამის გათვალისწინებთ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სთხოვს პრეზიდენტს მოიწვიოს უშიშროების საბჭოს გაფართოებულის ხდომა, ვინაიდან ის სახელმწიფო ისნტიტუციები, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოებაზე უნდა ზრუნავდნენ, უკვე ჩამოიშალა. ეს სხდომა უახლოეს პერიდოში უნდა იყოს მოწვეული პოლიტიკური პარტიების მონაწილეობით"- განაცხადა დეკანოიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






