კორეის მთავრობამ საქართველოს სამარშრუტო მანქანები საჩუქრად გადასცა
პოლიტიკა - 15:34, 24 May, 2017     36600
კორეის მთავრობამ საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის ერთობლივი პროექტის ფარგლებში საქართველოს მთავრობას 5 სამარშრუტო მანქანა საჩუქრად გადასცა. გადაცემის ოფიციალური ცერემონია „ჰიუნდაის“ ცენტრში გაიმართა.

ოფიციალურ ღონისძიებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია და კორეის რესპუბლიკის საელჩოს თბილისის ოფისის საქმეთა დროებითი რწმუნებული კიმ ინ ჰვანი.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ბოლო წლებში საქართველოსა და სამხრეთ კორეის განსაკუთრებულ თანამშრომლობას, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

„წელს, საქართველო და კორეა აღნიშნავენ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავს და სიმბოლურია, რომ დღევანდელი ღონისძიება ამ თარიღსაც ეძღვნება. დღევანდელი ღონისძიება იმართება კორეის მთავრობის და საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის ერთობლივ პროექტის ფარგლებში, რაც ითვალისწინებს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის ტექნიკურ დახმარებას, რომლის ფარგლებშიც საქართველოს გადმოეცა 5 მინი ავტობუსი. მანქანების საერთო ღირებულება 200 000 ამერიკულ დოლარამდეა“ - აღნიშნა დავით ჯალაღანიამ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით საჩუქარი ცენტრალურ მთავრობაში, ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გადანაწილდება.

დღესვე, კორეის რესპუბლიკის საელჩოს თბილისის ოფისის საქმეთა დროებითი რწმუნებული კიმ ინ ჰვანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს შეხვდა.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42