„ხელისუფლება დაინტერესებულია, რომ ამ საქმეზე საზოგადოებამ სიმართლე გაიგოს“ - სესიაშვილი ფარცხალაძე-თორდიას საქმეზე
პოლიტიკა - 15:22, 24 May, 2017     1233

ფარცხალაძე-თორდიას საქმე - საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება დაინტერესებულია საზოგადოებას აღნიშნულ საქმესთან მიმართებით სიმართლე მიაწოდოს:

"ყველა ინციდენტთან დაკავშირებით, გამოძიებას უნდა დაველოდოთ. ხელისუფლებაა დაინტერესებული, რომ ამ საქმეზე საზოგადოებამ სიმართლე გაიგოს. "ქართული ოცნების" პოლიტიკური ინტერესი არ არსებობს გარდა იმისა, რომ ამ ინციდენტებზე, საზოგადოებამ პასუხები მიიღოს და ვინც დასასჯელია, უნდა დაისაჯოს, ვინც არ უნდა იყოს ის. ჩვენი პოლიტიკური ძალის ასოცირება რომელიმე პირთან, მიუღებელია. საზოგადოებისთვის ორივე ინციდენტი მიუღებელია, ისევე როგორც პოლიტიკური სპექტრისთვის. ერთი მხრივ, ლაშა თორდია სახელმწიფო მოხელეა, მეორე მხრივ - მოქალაქე მიუხედავად იმისა, ის წინა პერიოდში, საჯარო სამსახურში იყო თუ არა. ჩემთვის მიუღებელია ფაქტები და საგამოძიებო ორგანოების მიმართ მოთხოვნაა, რომ საქმე გამოძიებული მაქსიმალურად დროულად იქნას და საზოგადოებაში სამართლიანობის განცდა დარჩეს, რომ ადეკვატური გამოძიება მოხდა", - განაცხადა სესიაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42