იენს სტოლტენბერგი: "თბილისში დაგეგმილი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა მიუთითებს, რა დონის პოლიტიკური დიალოგი გვაქვს საქართველოსთან"
პოლიტიკა - 15:02, 24 May, 2017     978


თბილისში დაგეგმილი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა მიუთითებს ჩვენს თანამშრომლობაზე, კონტაქტებზე, იმაზე, თუ რა დონის პოლიტიკური დიალოგი გვაქვს საქართველოსთა - როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება, ამის შესახებ განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა „მოამბის“ კითხვაზე საპასუხოდ გააკეთა.

„მოამბის“ ჟურნალისტმა იენს სტოლტენბერგს ჰკითხა - „რას უნდა ელოდოს საქართველო, შეგიძლიათ დაგვიდასტუროთ, რომ ნატო-ს ლიდერები ისაუბრებენ იმ ქვეყნების მომავალზე, რომლებიც ნატო-ს წევრობისკენ მიისწრაფვიან, განიხილავთ თუ არა ამ ორგანიზაციის ღია კარის პოლიტიკას და ასევე, ამ კვირაში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა ეწვევა საქართველოს, რას გვეტყვით ამ ვიზიტის მნიშვნელობაზე“.

გენერალური მდივნის თქმით, ის ელოდება, რომ ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრაზე ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერები ალიანსის პარტნიორების მნიშვნელობაზე ისაუბრებენ, მათ შორის საქართველოზე. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ აღნიშნა, რომ საქართველო ნატო-სთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა საქართველოსთან სხვადასხვა დონეზე თანამშრომლობის ფორმატებს.

„მე ველოდები, რომ მოკავშირეები ჩვენი პარტნიორების მნიშვნელობაზე ისაუბრებენ და მათ შორის საქართველოზე. საქართველო ნატო-ს მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა. გვაქვს არსებითი პაკეტი, წვრთნისა და შეფასების ცენტრი, წვრთნები, ტრენინგები. მე თავად ვიმყოფებოდი, ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან ერთად. საქართველოში და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა ეწვევა საქართველოს რამდენიმე დღეში. გენმდივნის მოადგილე იქნება პარლამენტარებთან ერთად თბილისში. ეს მიუთითებს ჩვენს თანამშრომლობაზე, კონტაქტებზე და თუ რა დონის პოლიტიკური დიალოგი გვაქვს საქართველოსთან და ასევე, რა პრაქტიკულ მხარდაჭერას ვუცხადებთ. საქართველო მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია მისიებსა და ოპერაციებში. ჩვენ ამ წვლილის გამო საქართველოს მადლიერი ვართ“, - აღნიშნა გენერალურმა მდივანმა პრესკონფერენციაზე, რომელიც ბრიუსელში ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერების შეხვედრის წინ გამართა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, ღია კარის პოლიტიკის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ძალაშია.

„რა გადაწყვეტილებაც მივიღეთ ღია კარის პოლიტიკის შესახებ, ძალაშია, მათ შორის ის გადაწყვეტილებაც, რაც საქართველოს შესახებ მივიღეთ ვარშავაში. ბრიუსელის შეხვედრაც ადასტურებს, რომ ნატო-ს კარი ღიაა. ჩვენ ველოდებით მონტენეგროს. 28 წევრი ქვეყნის პარლამენტმა მონტენეგროს ორგანიზაციაში მიღების საკითხის რატიფიკაცია მოახდინა. ამით დავადასტურეთ, რომ ნატოს კარი ღიაა“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე თმით, ნატო აგრძელებს ​საქართველოსთან მუშაობას, რათა რეფორმების გატარებაში დაეხმაროს.

წყარო: 1tv.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42