კახა კახიშვილმა და ავსტრიის ვიცე-კანცლერმა თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
პოლიტიკა - 15:02, 24 May, 2017     982
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, ვენაში, ავსტრიის რესპუბლიკის ვიცე-კანცლერს, იუსტიციის ფედერალურ მინისტრს ვოლფგანგ ბრანდშტეტერს შეხვდა.

შეხვედრაზე მინისტრმა ვოლფგანგ ბრანდშტეტერს ვიცე-კანცლერად დანიშვნა მიულოცა და ავსტრიულ მხარეს საქართველოსთვის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ვიზალიბერალიზაციის პროცესში, ასევე, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

კახა კახიშვილმა ავსტრიის იუსტიციის ფედერალურ მინისტრს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში განხორციელებული რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მინისტრმა პატიმართა რისკების მიხედვით კლასიფიკაციაზე, სასჯელის ინდივიდუალურ დაგეგმვაზე, პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებების დაცვისა და სარეჟიმო პირობების უზრუნველყოფის, პენიტენციური ჯანდაცვის გაუმჯობესების, პატიმრობის ალტერნატიული სასჯელების განვითარების, მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და დასაქმების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. ასევე, განიხილეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში საკანონმდებლო ცვლილებების ფარგლებში დაგეგმილი სიახლეები, რომელიც მსჯავრდებულთათვის უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას, ახალი ტიპის, გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების შექმნას და სისტემის ევროპულ სტანდარტებთან მაქსიმალური დაახლოების მიზნით სხვა ნოვაციებს გულისხმობს.

მხარეებმა ორი ქვეყნის პარტნიორულ ურთიერთობებს გაუსვეს ხაზი და სასჯელაღსრულების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ, რომლის ძირითადი მიმართულებები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და ავსტრიის იუსტიციის ფედერალურ სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმით განისაზღვრება.

შეხვედრაში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში კონსტანტინე ზალდასტანიშვილი, ასევე, ავსტრიის იუსტიციის ფედერალური სამინისტროს დელეგაცია და უწყების სასჯელაღსრულების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელობა მონაწილეობდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42