​საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის (AFET) დელეგაციას შეხვდა
პოლიტიკა - 14:25, 24 May, 2017     843
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის (AFET) დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა ევროპარლამენტის წევრებთან. ევროპარლამენტის დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, ხოლო მის შემადგენლობაში შედიოდნენ ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები: ევროპის სახალხო პარტიის, სოციალ-დემოკრატების პროგრესული ალიანსის, ევროპის კონსერვატორთა და რეფორმატორთა ჯგუფის, ევროპის ლიბერალ-დემოკრატთა ალიანსის, ევროპის გაერთიანებულ მემარცხენეთა და მწვანეთა მემარცხენე ჯგუფის და ევროპის თავისუფალი ალიანსი/მწვანეების ჯგუფის წევრები.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და პრიორიტეტები, საქართველოს მიერ განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები. საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპარლამენტარებს მიწოდა ინფორმაცია ევროკავშირის სტანდარტების დანერგვის და ევროკავშირთან მაქსიმალური დაახლოების მიზნით არსებული ექვსპუნქტიანი გეგმის ძირითადი მიმართულებების შესახებ. აღინიშნა, რომ საქართველოს მხარე დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებას, მათ შორის, პოზიტიურ შედეგებს მიაღწია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების მიმართულებით. აღინიშნა ევროკავშირში ექსპორტის მზარდი დინამიკა. შეხვედრის ფარგლებში ასევე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და ევროკავშირის როლზე ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. ასევე აღინიშნა ევროპული ინტეგრაციის როლი შერიგების პოლიტიკის კუთხით და მნიშვნელობა, რომ ამ პორცესის შედეგად მიღებული ყველა სარგებელი ხელმისაწვდომი იყოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის.

ევროპარლამენტარებმა ქართულ მხარეს მიულოცეს ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღება, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები უკვე წარმატებით სარგებლობენ. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ევროკაშირთან დაახლოების პროცესში შემდგომი ხელშესახები შედეგების მიღწევის აუცილებლობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 24 ნოემბერს ქ. ბრიუსელში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგით მეხუთე სამიტისთვის მზადების საკითხს. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ სამიტი იქნება მომავალზე ორიენტირებული და დასახავს ევროკავშირთან ინტეგრაციის შემდეგომ პერსპექტივებსა და ინიციატივებს.

შეხვედრის დასასრულს მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტარებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42