სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებს ომბუდსმენი ეხმიანება
პოლიტიკა - 14:23, 24 May, 2017     1078

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდების შესახებ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ინიცირებულ ცვლილებებს ეხმიანება.

შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 356–ე მუხლის არსებულ რედაქციაში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდებისთვის, ზუსტდება თავის არიდების შემთხვევები და მუხლი ყალიბდება შემდეგნაირად: „წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდება, მათ შორის ავადმყოფობის სიმულაციით, სხეულის თვითდაზიანებით, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით ან სხვაგვარი მოტყუებით, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე“.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისას პრაქტიკაში გამოვლინდა მთელი რიგი შემთხვევები, როდესაც წვევამდელები სამხედრო სამსახურის გავლას თავს არიდებენ ავადმყოფობის სიმულაციით, თვითდაზიანებით, ყალბი დოკუმენტის გამოყენების ან სხვაგვარი მოტყუებით. კანონპროექტის მიღების მიზანს კი სწორედ ზემოხსენებული ხარვეზების აღმოფხვრა წარმოადგენს.

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ კანონპროექტის ავტორის მიერ ცვლილებების მიღების საფუძვლად შემოთავაზებული არგუმენტები არ არის სათანადოდ დასაბუთებული, შესაბამისად, ბუნდოვანია, თუ რა იწვევს ცვლილებების განხორციელების აუცილებლობას. ამასთან, კანონპროექტის განმარტებითი ბარათი არის ზოგადი და არ არის დაკონკრეტებული, თუ რა სახის ხარვეზები გამოვლინდა პრაქტიკაში, რამაც გამოიწვია წვევამდელთა გაწვევის შეფერხება. ასევე, უცნობია კანონის მოქმედი რედაქცია ქმნიდა თუ არა პრობლემას პრაქტიკაში სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდების ფაქტებზე გამოძიების ან/და საქმის სასამართლოში განხილვის კუთხით. სახალხო დამცველს ასევე მიაჩნია, რომ განსახილველი კანონპროექტით შემოთავაზებული ნორმის მიზანი არ არის განჭვრეტადი.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილებები, ვერ უზრუნველყოფს სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდების პრობლემის აღმოფხვრას. საქართველოს სახალხო დამცველს საპარლამენტო ანგარიშებში არაერთხელ გაუსვამს ხაზი იმ ფუნდამენტურ პრობლემებზე რაც უკავშირდება სამხედრო სამსახურის გავლას. შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველისთვის მიუღებელია პრობლემის მოგვარების მიზნით მსგავსი ფრაგმენტული და დაუსაბუთებელი ცვლილებების განხორციელება. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ რეპრესიული მიდგომების ნაცვლად, შეიმუშაოს ისეთი ხედვა, რომელიც მიმზიდველს გახდის სამხედრო სამსახურს.

აღსანიშნავია, რომ ნატოს წევრ უმეტეს სახელმწიფოში სავალდებულო სამხედრო სამსახური ან გაუქმებულია, ან გაწვევა დაფუძნებულია მოხალისეობრივ საწყისებზე და შესაბამისად თავის არიდების შემთხვევაში პასუხისმგებლობის საკითხი არ დგება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას, გადადგან ქმედითი ნაბიჯები სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის არსებული მექანიზმის ძირეული რეფორმის მიმართულებით და მიუახლოვონ სისტემა ადამიანის უფლებებსა და საჭიროებებზე მორგებულ სტანდარტებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42