"ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო ეს ინფორმაცია, ვინაიდან დილიდან კომიტეტის სხდომაზე ვიმყოფები, თუმცა საქმეს მომჩივანი თუ არ ჰყავდა, საქმე არ აღიძრებოდა. ვერც იმას გეტყვით, თუ კადრები არსებობდა, აქამდე რა მიზეზით არ გამოქვეყნდა ან თუ გამოქვეყნდა, სისხლის სამართლის საქმე რატომ არ აღიძრა. ცუდი ფაქტია, როცა თანამდებობის პირი, თან ამხელა ლეგიტიმაციის სამსახურის ხელმძღვანელი იარაღით დადის. თუ ეს ნამდვილი კადრებია, ის იარაღით ხელში არ უნდა დარბოდეს. ვერ გეტყვით, კადრები რა მიზნით ვრცელდება, მაგრამ ისიც გასარკვევია, კადრების გამავრცელებელი ვინ არის. თუ თორდია აღიარებს, რომ იარაღით ხელში, რესტორანში ნასვამი დარბოდა, ეს სერიოზული მსჯელობის საგანი შეიძლება გახდეს", - აღნიშნავს ლილუაშვილი.
ფარცხალაძე-თორდიას საქმეზე საპარლამენტო კომისიის შექმნის თაობაზე, აცხადებს, რომ გამოძიებას უნდა დაველოდოთ:
"გამოძიებას უნდა დაველოდოთ, თუ ინფორმაციის საჯაროობა დამაკმაყოფილებელი არ იქნება, აუცილებლად კომისიის შექმნაზე ვიფიქრებთ, მაგრამ ამის წინაპირობას ჯერჯერობით ვერ ვხედავ, რადგან გამოძიებას სამოქმედო ვადები აქვს განსაზღვრული. გამოძიება ამ ვადებს არ გასცდენია", - განაცხადა ლილუაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






