"საოცარ ამბებს სჩადის ტრამპი, ბიუჯეტი ამერიკის ისტორიაში უპრეცედენტოდ მცირდება"- გოცირიძე
სოც.მედია - 13:38, 24 May, 2017     26309
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე ამერიკის პრეზიდენტის ეკონომიკურ პოლიტიკაზე ფეისბუკზე წერს და დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებებს უპრეცენდენტოს უწოდებს:

“საოცარ ამბებს სჩადის ტრამპი: 2018 წლის ბიუჯეტი ამერიკის ისტორიაში უპრეცედენტოდ მცირდება. 3,6 ტრილიონი დოლარით აპირებს ხარჯების შეკვეცას მომავალ ათ წელიწადში. შემცირება ძირითადად ეხება ამომრჩეველთა იმ კატეგორიას, რომლებმაც ტრამპი პრეზიდენტად გახადა.

მცირდება ისეთი ხარჯების დაფინანსება, როგორიცაა ღარიბებისათვის სასურსათო ბარათები, ფერმერული მეურნეობების სუბსიდირება, შეღავათი უმაღლესი სასწავლებლების ახლადდამთავრებულთათვის, დაბალშემოსავლიანი ოჯახების სამედიცინო დახმარება და ა. შ.-ძირითადად, სოციალურად ორიენტირებული პროგრამების ხარჯზე.

ამ ცვლილებების მიზანია ის, რომ მილიონობით ადამიანმა თავი დააღწიოს ამ პროგრამებს და თავად გახდეს საკუთარი თავის ბატონ-პატრონი.

მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს სახელწიფოს როლის შემცირებას ამერიკის საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

დაუჭერს თუ არა ამ ბიუჯეტს მხარს კონგრესი, ამას დრო გვაჩვენებს.”- წერს რომან გოცირიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42