„სოციალურ ქსელში დღეს გავრცელებულ ვიდეოზე, სადაც გენერალური აუდიტორია ასახული, სოზარ სუბარი კომენტარს აკეთებს. სუბარის თქმით, აუდიტის სამსახურის ქმედებები გასცდა მათ უფლებამოსილებებს. მინისტრი მიიჩნევს, რომ ინსტიტუტი საკუთარ საქმეს უნდა დაუბრუნდეს:
"ვიდეო არ მინახავს, კომენტარს ვერ გავაკეთებ. შოთაძისთვის დაბრალებას ჯობია დაადასტუროს. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, რასაც აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები აკეთებენ, გასცდა მათ უფლებამოსილებას. გადავიდნენ პოლიტიკურ თამაშებში, რაც არ შეშვენის ამ ინსტიტუტს. 2012 წლის არჩევნების წინ გასული იყვნენ კანონიდან. ძალიან ცუდია როცა პოლიტიკურ თამაშებს იწყებენ, ეს ინსტიტუტი უნდა დაუბრუნდეს თავის საქმეს რომლისთვისაცაა შექმნილი,"- აცხადებს სოზარ სუბარი.
დღეს სოციალური ქსელით გავრცელდა კადრები, სადაც ასახულია გენერალური აუდიტორი ერთ-ერთ კაფეში. თორდია მასალის გავრცელებაში მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს ადანაშაულებს.
მასალის გამოყენების პირობები






