"თავიდანვე ვთქვი, რომ მუქარა უკავშირდებოდა ამ პრეცედენტს, რადგან ვიცოდი, რომ მათ ეს კადრები ჰქონდათ. ეს კადრები დადეს ინტერნეტში და დღეს ყველამ უნდა ვისაუბროთ ამ საკითხებთან დაკავშირებით. არ ვაპირებ ნიუანსებზე საუბარს. მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ მოწმეს, ვინც "ელ ცენტროშიც" იმყოფებოდა და ასევე იმათაც ვინც ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე ბარში იმყოფებოდნენ. არანაირი სროლა და მსგავსი რამ არ ყოფილა, ერთი თმის ბეწვიც არ ჩამოვარდნია არც ერთ ადამიანს და ამაზე ცალკე ვისაუბრებ, როდესაც ალბათ დამკითხავს პროკურატურა ამ საკითხთან დაკავშირებით. ნათელია, რომ მთელი სახელმწიფო სისტემა არის ჩართული იმაში, რომ ოთარ ფარცხალაძე გამოიყვანონ ამ მდგომარეობიდან. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე მიშა ჩოხელსაც ვიხილავთ თავგახეთქილს, რადგან შემდგომ თქვა, რომ მე მას თავი გავუტეხე და ასეთ ფორმატში იქნება სულ ურთიერთობა", - აღნიშნა თორდიამ.
სოციალურ ქსელში ლაშა თორდიას სავარაუდო მონაწილეობით ვიდეო ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა. კადრები შიდა სამეთვალყურეო კამერით არის გადაღებული. როგორც ვიდეოს ავტორი წერს, ლაშა თორდია ბარის თანამშრომელს ემუქრება. ვიდეოს გამავრცელებელი წერს, რომ დაპირისპირების მიზეზი მუსიკის ხმა გახდა. ვიდეო სავარაუდოდ 2016 წლის 24 დეკემბერსაა გადაღებული
მასალის გამოყენების პირობები






