მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის ქონების გადაცემის საკითხზე არასამთავრობოების მოთხოვნასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერი აღნიშნავს, რომ ყველა წესი და პროცედურა დაცულია და იგი გამოძიების ჩატარების საჭიროებას ვერ ხედავს:
"საზოგადოებრივ ორგანიზაციებს რასაკვირველია, შეუძლიათ მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს, მაგრამ ამით ფაქტობრივად არაფერი იცვლება, ვინაიდან ყველაფერი წესების და პროცედურების დაცვით არის. რატომ უნდა გაბათილდეს აქტი, როცა კანონმდებლობის, წესების სრული დაცვით არის მიღებული გადაწყვეტილება და დავეხმარეთ გაჭირვებულ მოქალაქე ჩოხელს, რომელიც იყო დაზარალებული. ჩემი აზრით, ძალიან არასწორი გადაწყვეტილებაა, რომ სასამართლოსგან მოვითხოვოთ აქტის ბათილად", - განაცხადა ნარმანიამ.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ზვიად ნაზღაიძისთვის ქონების გადაცემის და 13 ივნისის სტიქიით დაზარალების მიზეზით მიღებულ კომპენსაციასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს.
მასალის გამოყენების პირობები






