როგორც პარლამენტის წევრმა "საზოგადოებრივ მაუწყებელს" განუცხადა, საქმის კურსში არ იყო, თუკი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მის წინააღმდეგ სასამართლო საქმე მიმდინარეობდა.
„ამ საემიროს ჰყავს შეიხი, რომელიც თავად არის მოსამართლეც, პროკურორიც და ბრალმდებელიც, შესაბამისად ეს გადაწყვეტილება ერთპიროვნულად იყო გამოტანილი. სასამართლო 7 წლის წინანდელ და ჩემთვის გაურკვეველ ამბავზე მედავება“, - განაცხადა მიქაძემ.
მისივე თქმით, ფლობდა კომპანიას, რომელიც 2010 წელს გაყიდა და ამ დრომდე ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ ყოფილა.
გელა მიქაძის თქმით, მის კონკრეტულ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით მისი ადვოკატი განცხადებას დღეს გააკეთებს.
საქართველოს პარლამენტის წევრი „პატრიოტთა ალიანსიდან“ გელა მიქაძე ერთ-ერთია, ვისაც გაერთიანებული საემიროების სასამართლომ 17 მილიონის მითვისებისთვის 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით პირებმა, რომელბიც საქმეში ფიგურირებენ დაზარალებულ კომპანიას მითვისებული თანხები უნდა დაუბრუნონ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.
ჰატერ მასადს 12 მილიონ 800 ათასის, ჯანაშიას 4 მილიონ 400 ათასი დოლარის დაბრუნება დაეკისრა. საქმე ეხება ფოთის პორტსა და კომპანია რაკიას შორის შეთანხმების გაფორმებას, შემდეგ მის ანულირებას. შედეგად კომპანია სერიოზულად დაზარალდა.
მასალის გამოყენების პირობები






