თედორაძის განცხადებით, გელა მიქაძესთან ამ საკითხზე არ უსაუბრია.
"მეც ტელეეთერიდან გავიგე, ინფორმაცია არ მაქვს ამიტომ ვერაფერს გეტყვით, ბატონ გელასთან არ მისაუბრია" - განაცხადა თედორაძე.
საქართველოს პარლამენტის წევრი „პატრიოტთა ალიანსიდან“ გელა მიქაძე ერთ-ერთია, ვისაც გაერთიანებული საემიროების სასამართლომ 17 მილიონის მითვისებისთვის 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით პირებმა, რომელბიც საქმეში ფიგურირებენ დაზარალებულ კომპანიას მითვისებული თანხები უნდა დაუბრუნონ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.
ჰატერ მასადს 12 მილიონ 800 ათასის, ჯანაშიას 4 მილიონ 400 ათასი დოლარის დაბრუნება დაეკისრა. საქმე ეხება ფოთის პორტსა და კომპანია რაკიას შორის შეთანხმების გაფორმებას, შემდეგ მის ანულირებას. შედეგად კომპანია სერიოზულად დაზარალდა.
მასალის გამოყენების პირობები






