პარლამენტში თურქეთ-საქართველოს უმაღლესი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს ფარგლებში საპარლამენტო შეხვედრები გაიმართა
პოლიტიკა - 17:52, 23 May, 2017     1276
საქართველოს პარლამენტის წევრები, თურქეთ-საქართველოს უმაღლესი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მეორე სხდომის ფარგლებში, საქართველოში მყოფ თურქეთის ოფიციალური დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.

ორმხრივი შეხვედრა თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის წევრებთან საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ, საქართველო-თურქეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი მეზურნიშვილმა გამართეს.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ ეკონომიკურ, სტრატეგიულ და პოლიტიკურ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

მხარეებმა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორია. ასევე დადებითი შეფასება მიეცა ორი ქვეყნის ურთიერთობებს ინვესტიციებისა და ტურიზმის მიმართულებით. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება მიმდინარე წელს საქართველოსა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე გამახვილდა.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. შეხვედრა გვქონდა ჩვენს კოლეგებთან თურქეთის პარლამენტიდან და განვიხილეთ საკითხები სხვადასხვა მიმართულებით. საუბარი გვქონდა სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე. განვიხილეთ ღონისძიებები, რაც საქართველო-თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით იგეგმება“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ბევრ საკითხთან დაკავშირებით იგეგმება თანამშრომლობა და ამ მიმართულებით საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებმა მაკოორდინირებელი როლი უნდა შეასრულონ.

„ვისაუბრეთ საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავებაზე და ამ მიმართულებით დავსახეთ სამომავლო გეგმები. ხაზი გავუსვით, თუ როგორ უნდა გავაღრმაოთ მომავალში საპარლამენტო ურთიერთობები და ამისათვის გამოვიყენოთ ყველა ის ინსტრუმენტი, რაც გაგვაჩნია, მეგობრობის ჯგუფების, დელეგაციების და მრავალმხრივი ფორმატების სახით“, - აღნიშნა სოფიო ქაცარავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეხვედრას თურქეთის დელეგაციის მხრიდან თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის დეპუტატი, ყოფილი ეკონომიკის მინისტრი, „სამართლიანობისა და აღორძინების პარტიის“ გენერალური მდივნის მოადგილე მუსტაფა ელითაში, თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე, „აღორძინებისა და სამართლიანობის პარტიის“ (AK) გენერალური მდივნის მოადგილე მუსტაფა შენთოფი, თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე ისრაფილ ქიშლა, თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის იურიდიული კომისიის თავმჯდომარე აჰმეთ იიმაია ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42